ჩემი მარაგი - განახლებული ასორტიმენტი - კვირის პალიტრა

ჩემი მარაგი - განახლებული ასორტიმენტი

საოჯახო მარაგების შევსება კიდევ უფრო მარტივდება - ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს და ასორტიმენტს 20 ახალი პროდუქტით აფართოებს. 2025 წლის გეგმებში უპირატესი ბაკალეას კატეგორიის განვითარება იყო, რომლის ფარლებშიც ასორტიმენტს დაემატა ქართული წარმოების პროდუქცია და ასორტიმენტი შეივსო პირველადი მოხმარების პროდუქტებით. კომპოტები, სოუსები, მწნილები და ჯემები - ყოველდღიური სუფრისა და სეზონური მარაგების გამრავალფეროვნება მომხმარებლებს უკვე 1 აპრილიდან შეეძლებათ.

კომპოტის ასორტიმენტი

მოახლოებულ გაზაფხულსა და ზაფხულის ცხელ დღეებში ნატურალური ხილისგან დამზადებული ცივი კომპოტი განსაკუთრებით სასიამოვნო არჩევანია. „ჩემი მარაგი“ მომხმარებლებს გემრიელ კომპოტებს სთავაზობს, რომლებშიც სრულად შენარჩუნებულია ხილის ბუნებრივი არომატი. ასორტიმენტში წარმოდგენილია ბლის, კომშის, მარწყვის, ფეიხოას და შინდის კომპოტები.

ბლის კომპოტი ტკბილ-მჟავე გემოთი გამოირჩევა და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო განსაკუთრებით სასარგებლოა. კომშის კომპოტი მსუბუქი არომატითა და ნაზი გემოთი ხასიათდება, ხოლო კომშში არსებული ვიტამინები და მინერალები აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. მარწყვის კომპოტი მდიდარია C ვიტამინით, რაც კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, გამოირჩევა ტკბილი გემოთი და მოწითალო შეფერილობით. ფეიხოას კომპოტი უნიკალური, ეგზოტიკური არომატის მქონე სასმელია და შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის ანტიოქსიდანტებს. ტრადიციული ინგრედიენტებით დამზადებული შინდის კომპოტის სასიამოვნო მჟავე გემო კი არაჩვეულებრივად აბალანსებს ტკბილ კერძებს.

bpk94g-d-1743427838.jpg

ქართული სოუსების ასორტიმენტი

ქართული საწებლებისა და აჯიკის მოყვარულებს „ჩემი მარაგი“ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ 3 სახეობის ტყემალი, პომიდვრის საწებელი და აჯიკა ონლაინ მაღაზიაში შეიძინონ. ყველა ეს პროდუქტი ადგილობრივი მწარმოებლებისგან საგულდაგულოდ არის შერჩეული, რაც არა მხოლოდ ავთენტური გემოების შენარჩუნებას უზრუნველყოფს, არამედ ქართული წარმოების განვითარებასაც უწყობს ხელს.

ასორტიმენტში გათვალისწინებულია მწვანე, წითელი და ყვითელი ტყემალი, რომლებიც ტრადიციულად მჟავე, განსხვავებული არომატით გამოირჩევა. პიკანტური გემოს მოყვარულებისთვის აჯიკა იდეალურ არჩევანს წარმოადგენს, ხოლო პომიდვრის საწებელი – უნივერსალური და კლასიკური დამატებაა, რომელიც თითქმის ყველა კერძს კარგად ერწყმის.

taycvp7x-1743427893.jpg

მწნილის ასორტიმენტი

მჟავეული, იგივე მარინადი, ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია. ცხარე და მჟავე გემოს მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლეა „ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში მწნილის 5 სახეობის დამატება.

ვიტამინებით მდიდარი თეთრი და წითელი კომბოსტოს მწნილი იდეალურია კარტოფილთან, ხორციან კერძებთან თუ ლობიოსთან კომბინაციაში. ტრადიციული კიტრის მწნილი ხრაშუნა ტექსტურითა და მომჟავო არომატით გამოირჩევა. ის განსაკუთრებით უხდება ცხიმიან კერძებს, როგორებიცაა, მწვადი, შემწვარი ხორცი ან ქათამი. ასევე იდეალური ინგრედიენტია ბურგერებში, სენდვიჩებსა და სალათებში გამოსაყენებლად. პიკანტური გემოების მოყვარულებისთვის წიწაკის მწნილი იდეალური არჩევანია, რომლის არომატული გემო იდეალურად ერწყმის ქართულ კერძებს, მათ შორის, ხარჩოსა და ლობიოს. დახვეწილი გემო და უნიკალური არომატის მქონე ჯონჯოლის მწნილი კი ქართული სუფრის ნამდვილი დელიკატესია.

ispymcgg-1743428006.jpg

ჯემის ასორტიმენტი

„ჩემი მარაგის“ ასორტიმენტს 5 სახეობის ჯემიც დაემატა. ეს არის 100%-ით ნატურალური ხილის პიურე, რომლებშიც შენარჩუნებულია ხილის ნამდვილი გემო თუ არომატი, ამასთან ერთად, დამზადებულია ხელოვნური დანამატების გარეშე.

კლასიკური გემოს მქონე ვაშლის ჯემი მსუბუქი სიტკბოთი გამოირჩევა, მსხლის ჯემი, ხავერდოვანი ტექსტურით და არომატული გემოებით. ეგზოტიკური არომატითა და იოდის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ფეიხოას ჯემი, კომშის ჯემი სიმჟავისა და სიტკბოს სრულყოფილ ბალანსს ქმნის, ხოლო ქლიავის ჯემი კი სასიამოვნო არომატითა და მსუბუქი მჟავიანობით ხასიათდება. თითოეული სახეობის ჯემი იდეალურია დილის საუზმისთვის თუ საღამოს, ჩაისთან მისართმევად.

iopudpri-1743427984.jpg

სეზონური მარაგების შევსება „ჩემი მარაგის“ ონლაინ მაღაზიაში კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა, რომელიც მომხმარებელს უკვე 500-მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს და ბაკალეას დიდ ასორტიმენტს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

032 2 42 47 97

www.chemimaragi.ge

www.facebook.com/chemimaragi

R

TOP.GE