"მეც მინდა, რომ საყვარელ ადამიანს მომავალში წერილი მივწერო..." - მკითხველი "კვირის პალიტრის" პროექტის "გზავნილი მომავალში" გაგრძელებას ითხოვს - კვირის პალიტრა

"მეც მინდა, რომ საყვარელ ადამიანს მომავალში წერილი მივწერო..." - მკითხველი "კვირის პალიტრის" პროექტის "გზავნილი მომავალში" გაგრძელებას ითხოვს

საყვარელი ადამიანების მიერ დაწერილი და 25 წლის წინ გამოგზავნილი წერილების წასაღებად "კვირის პალიტრის" რედაქციას უამრავი ადამიანი აკითხავს. მოდიან როგორც ცალ-ცალკე, ისე ოჯახებით და მოუთმენლად ელიან თავიანთ კონვერტს.

განსხვავებულია მათი ემოციები - უხარიათ, იცინიან, ტირიან, წერილის გახსნამდე უზომოდ ღელავენ. განსაკუთრებით ემოციურია მომენტი, როდესაც უკვე გარდაცვლილი ადამიანისგან იღებენ წერილს...

483973918-1748462372407139-7458801100193979043-n-1743493439.jpg

თითოეული მათგანი "კვირის პალიტრას" პროექტისთვის „გზავნილი მომავალში“ მადლობას უხდის. ბევრი ჩვენი მკითხველი კი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ 25 წლის წინ მას არ მიეცა საშუალება, მომავალში წერილი გაეგზავნა - ზოგმა პროექტის შესახებ გვიან გაიგო, ზოგი ძალიან პატარა იყო, ზოგი კი არც გახლდათ დაბადებული.

ისინი თხოვნით მიმართავენ რედაქციას, რომ პროექტი კიდევ გაგრძელდეს და მათაც მიეცეთ საშუალება, წერილი მისწერონ საყვარელ ადამიანს, რომელსაც ის მომავალში მიიღებს. განსაკუთრებით აქტიურობენ ახალგაზრდები, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა. პროექტი გაგრძელებას ითხოვენ პირადად რედაქციაში მოსულები, ასევე გვწერენ სოციალურ ქსელში თუ ელექტრონულ ფოსტაზე.

486227814-1637971173524137-225331925526029120-n-1743493439.jpg

„იქნებ გაიმეოროთ პროექტი“.

ნანა კავილაძე

რა კარგი პროექტია. არც ვიცოდი, თუ ასეთი საშუალება არსებობდა. მეც სიამოვნებით დაწერდი“.

ნია კობიძე

„კიდევ გაიმეორეთ ეს პროექტი“.

Gogo Lashvili

486549121-1008772901268256-8504578897929317058-n-1743493439.jpg

„წერილი ბებიისგან მივიღე. ძალიან განვიცადე... მადლობა, „კვირის პალიტრას“... მეც მინდა, რომ მქონდეს მსგავსი შესაძლებლობა, წერილი საყვარელ ადამიანებს მივწერო“.

ნათია

კიდევ გაიმეორეთ“.

Ani Barabadze

„პატარა ვიყავი მაშინ, თორემ მეც გავგზავნიდი. წერილის დაწერა ჩემი შვილებისთვის მეც მინდა“.

ეკა აფციაური

486074507-1051113200373474-2385477635738425115-n-1743493439.jpg

„მომინდა წერილის დაწერა. ვის მივწერდი და საყვარელ ადამიანს. გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა და მომეცით ამის საშუალება“.

ნიკა

P.S. „კვირის პალიტრა“ მადლობას უხდის ყველას ასეთი გულისხმიერებისთვის, აქტიურობისთვის და სურვილებისთვის… ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით.

მანამდე კი კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ საკუთარი თავი სიაში. შესაძლოა, თქვენს სახელზე წერილი იყოს, რომელიც 2000 წელს გამოგიგზავნეს.

დაზუსტებული სია იხილეთ აქ