"13:00 საათზე მამუკა ხაზარაძე დაბარებულია სასამართლოში, 14:00 საათზე ივანიშვილის პროკურატურაში ბრალის წარსადგენად" - რას აცხადებს ირაკლი კუპრაძე - კვირის პალიტრა

"13:00 საათზე მამუკა ხაზარაძე დაბარებულია სასამართლოში, 14:00 საათზე ივანიშვილის პროკურატურაში ბრალის წარსადგენად" - რას აცხადებს ირაკლი კუპრაძე

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დღეს, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმის გასაცნობად, ხოლო პროკურატურაში ბრალის წარსადგენად არის დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ ერთ- ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.

მისივე განმარტებით, მამუკა ხაზარაძე სასამართლოშიც და პროკურატურაშიც მისვლას აპირებს.

„ივანიშვილი აგრძელებს მისი მთავარი ოპონენტების დევნას! 13:00 საათზე მამუკა ხაზარაძე დაბარებულია სასამართლოში, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად და ხელმოსაწერად. 14:00 საათზე ივანიშვილის პროკურატურაში ბრალის წარსადგენად. ორივეგან ვიქნებით! არცერთი ნაბიჯი უკან!“- წერს ირაკლი კუპრაძე „ფეისბუქზე“.

"ინტერპრესნიუსი"