"ეს მხოლოდ დასაწყისია, რაღაც უფრო დიდის" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილის შეყვარებული
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური "ლევანტეს" ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას პორტუგალიაში, "სპორტინგში" გააგრძელებს.
ინფორმაციას დადასტურებულად ავრცელებს ესპანური მედია."ქოჩორას" სატრანსფერო თანხა 7.5 მილიონ ევროა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა"ქოჩორას" კარიერაში ახალ ნაბიჯს ულოცავს შეყვარებული, ბრაზილიელი სანდრა მენდოსა.
"ეს ოცნების ასრულებაა და ვიცი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რაღაც უფრო დიდის. შენ ამისთვის ძალიან ბევრი იშრომე და ყველაფერს იმსახურებ.
ისიამოვნე და განაგრძე წინსვლა, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!" - წერს სანდრა ინსტაგრამზე.