"მინდა მივულოცო გიორგი ქოჩორაშვილს დამსახურებული ტრანსფერი პორტუგალიური ფეხბურთის გრანდში", - ამის შესახებ ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე სოციალურ ქსელში წერს. "ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების. გულწრფელად მიხარია რომ ქართველი ფეხბურთელების ასპარეზი იზრდება და თითოეული მათგანი თავაწეული ტოვებს საფეხბურთო მინდვრებს. ქართული ფეხბურთი ვითარდება, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის", - წერს ქინქლაძე. შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის "სპორტინგში" გადავიდა.