თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება - რა მიმართულებები განიხილება? - კვირის პალიტრა

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება - რა მიმართულებები განიხილება?

თბილისში ორი ახალი მეტრო სადგურის მშენებლობა იგეგმება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროსადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე ე.წ. Design-Build მეთოდით ბაზრის კვლევას ატარებს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯამში 4 სადგურის დაპროექტება უნდა განხორციელდეს, აქედან გათვალისწინებულია 2 ახალი, 2 არსებული მეტროსადგურების - ვარკეთილისა და გლდანის მიმართულებით - პროექტირება.

ამასთან, ტექნიკური დავალების თანახმად, ერთი მეტროსადგური დაემატება გლდანის, მეორე კი ვარკეთილის მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტროს ხაზის დაგრძელების სავარაუდო ჯამური სიგრძე 5.2 კმ იქნება, მათ შორის გლდანის მიმართულებით 2.2 კმ, ხოლო ვარკეთილის მიმართულებით 3 კმ. გააგრძელეთ კითხვა