“ამაფეთქეთ, თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ, თეფში დაატრიალეთ, ეგებ, ჩემი სული გამოგეცხადოთ“ - რას წერს გივი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე?
პოლიტიკოსი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა, თუმცა მისვლას არ აპირებს.
გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მას 3 აპრილს, 11 საათზე იბარებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
საპასუხოდ გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ეს კომისია რომ შექმენით, მაშინვე დავწერე, ჩემდა თავად მანდ მიმსვლელის დედაც - თქო. ახლა დილაადრიან ფოსტას რომ მოსაწვევი მოატანინეთ, რა იფიქრეთ, საკუთარ დედას პატივს აღარ სცემსო? იმისი არ იყოს - ახლა ეს რომ მოიყვანეთ, ამ ქვევრს რა, შეეშინდებოდა და ყელი გაუგანიერდებოდაო?
ამ რუსის ქალის პირადი წერილის საფუძველზე შექმნილ კომისიაზე მოვიდე? გააგრძელეთ კითხვა