რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლის მო­ტი­ვი უწყე­ბის­თვის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მი­მარ­თვა გახ­და. მას შემ­დეგ, რაც ირაკ­ლი ოქუ­აშ­ვილ­მა კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, კო­მი­სი­ამ შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა. დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. მი­ზე­ზი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბაა. ამ თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და წერს: "დღემ­დე ხა­ზა­რა­ძეს­თან ეს ფოტო მა­ერ­თი­ა­ნებ­და, ჩემს შვილს სკო­ლის დიპ­ლომს რომ გა­დას­ცემს. ხვა­ლი­დან კი პრო­კუ­რა­ტუ­რის­კენ მი­მა­ვა­ლი გზაც და­ე­მა­ტე­ბა" - წერს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.