"დღემდე ხაზარაძესთან ფოტო მაერთიანებდა, ჩემს შვილს სკოლის დიპლომს რომ გადასცემს, ხვალიდან კი ... " - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?
რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის მოტივი უწყებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვა გახდა.
მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქუაშვილმა კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა, კომისიამ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. მიზეზი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობაა.
ამ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება ოქრუაშვილი და წერს:
"დღემდე ხაზარაძესთან ეს ფოტო მაერთიანებდა, ჩემს შვილს სკოლის დიპლომს რომ გადასცემს. ხვალიდან კი პროკურატურისკენ მიმავალი გზაც დაემატება" - წერს ოქრუაშვილი.