"სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ... ბანკში ჩემი ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი იყო..." - ზურაბ ჯიბუტი ომის ტრავმაზე, თბილისის აქციებსა და უკრაინაში დაბრუნებაზე
ზურაბ ჯიბუტი შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი და რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეა, თუმცა ქართველმა ხალხმა ის 2024 წლის ნოემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების დროს გაიცნო.
საზოგადოების ყურადღების ობიექტი ხშირად ხვდებოდა სამხედრო, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული ჰქონდა და პროთეზებით გადაადგილდებოდა. ზურა საპროტესტო აქციების ყველაზე აქტიური და ამავე დროს მშვიდობიანი მონაწილე იყო.
Ambebi.ge-სთვის ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ ზურა ჯიბუტი ისევ უკრაინაში დაბრუნდა და ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა. საქართველოში ჩამოსვლისა და უკრაინაში დაბრუნების მიზეზებზე, ბრძოლის მოტივსა და ბევრ საინტერესო საკითხებზე ზურა თავად გვიამბობს.
- უკრაინიდან საქართველოში ზუსტად არჩევნების წინა დღეს ჩამოვედი. უკრაინაში საარჩევნო უბანი არ გახსნეს, მე კი ჩემი კონსტიტუციური უფლების გამოყენება მინდოდა. მეგონა რომ ჩემს ერთ ხმასაც კი მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ... ერთი კი არა, ასი ხმას ვერაფერს იზამდა, „ქართულ ოცნებას“ გაყალბების ისეთი მასშტაბები ჰქონდა...
იმ დღეს, როდესაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით ჩემს სახლში ვიყავი - ჩოხატაურში. გულმა არ მომისმინა, იმ დღესვე ჩავჯექი მანქანაში თბილისში ჩამოვედი. იმ დღის მერე დიდხანს ვიდექი რუსთაველის გამზირზე. გააგრძელეთ კითხვა