"გი­ლო­ცავთ ამ დამ­სა­ხუ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბას" - ნოდარ ხადურის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა - კვირის პალიტრა

"გი­ლო­ცავთ ამ დამ­სა­ხუ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბას" - ნოდარ ხადურის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ნო­დარ ხა­დუ­რის ვაჟი ნი­კო­ლო­ზი აშშ-ის ერთ-ერთ წამ­ყვან ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (Brown University) სრუ­ლი $396 432-იანი და­ფი­ნან­სე­ბით (სწავ­ლი­სა და ცხოვ­რე­ბის მთლი­ა­ნი ხარ­ჯის ჩათ­ვლით) გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას.

"ჩემი სი­ა­მა­ყე Brown University-ს სტუ­დენ­ტია!! სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით!! დეეე, მად­ლო­ბა", - წერს ნი­კო­ლო­ზის დედა ნინო ცი­რე­კი­ძე.

"მო­ხა­რუ­ლი ვართ გა­გი­ზი­ა­როთ, რომ ნი­კო­ლოზ ხა­დუ­რი ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით (სწავ­ლი­სა და ცხოვ­რე­ბის მთლი­ა­ნი ხარ­ჯის ჩათ­ვლით)! და­ფი­ნან­სე­ბა წლი­უ­რად შე­ად­გენს $99,108; ხოლო ჯა­მუ­რად - $396,432.

გი­ლო­ცავთ ამ დამ­სა­ხუ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბას, ნი­კო­ლოზ! ჩვენ შე­ნით ვა­მა­ყობთ!" - წერს "ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა”. გააგრძელეთ კითხვა