"ცირ­კში სი­ა­რუ­ლის ასა­კი­დან დიდი ხა­ნია გა­მო­ვე­დი.... თავი მეგონა საბავშვო ბაღში... არასერიოზული კითხვები იყო" - რას ჰყვება მა­გის­ტრან­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­კი­თხვის შემ­დეგ ირაკლი ოქრუაშვილი? - კვირის პალიტრა

"ცირ­კში სი­ა­რუ­ლის ასა­კი­დან დიდი ხა­ნია გა­მო­ვე­დი.... თავი მეგონა საბავშვო ბაღში... არასერიოზული კითხვები იყო" - რას ჰყვება მა­გის­ტრან­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­კი­თხვის შემ­დეგ ირაკლი ოქრუაშვილი?

არა­ნა­ი­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია არ არ­სე­ბობს, ისე­ვე, რო­გორც არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი პარ­ლა­მენ­ტი - ცირ­კში სი­ა­რუ­ლის ასა­კი­დან დიდი ხა­ნია გა­მო­ვე­დი , - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და მა­გის­ტრან­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­კი­თხვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­და, რად­გან არ ჩა­ბა­რე­ბია კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის და­ბა­რე­ბა­ზე."თავი მე­გო­ნა სა­ბავ­შვო ბაღ­ში - "რა სი­ტყვე­ბით მო­ვიხ­სე­ნიე მი­ხე­ილ ქა­რე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში". "მე­კუთ­ვნის თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი გვერ­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში“, „რა პოს­ტე­ბი მქონ­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში კო­მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით“ და ანა­ლო­გი­უ­რი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი იყო.

არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ე.წ. კო­მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის არ მქო­ნია იმი­ტომ, რომ არ ჩამ­ბა­რე­ბია შე­სა­ბა­მი­სი წე­სით კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემს და­ბა­რე­ბა­ზე. წუ­ლუ­კი­ა­ნის წე­რი­ლი არ ნიშ­ნავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. კო­მი­სი­ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ჩემი საქ­მე გა­და­იგ­ზავ­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ერ­თსუ­ლოვ­ნად, კენ­ჭის ყრით. ანა­ლო­გი­უ­რად უნდა და­ვე­ბა­რე­ბი­ნე მეც “, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

"ინტერპრესნიუსი"