სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ას, რომ­ლე­ბიც დიდი და­ფი­ნან­სე­ბით მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მოხ­ვდნენ. “ჰარ­ვარ­დი, პრინ­სტო­ნი, სტენ­ფორ­დი....“ - ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი აღა­რა­ფე­რია. უფრო მე­ტიც, მათ ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ეს ათა­სო­ბით კან­დი­დატს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შიც კი ჩა­ი­რი­ცხნენ, თა­ნაც და­ფი­ნან­სე­ბით. მათი რი­ცხვი საკ­მა­ოდ დი­დია. წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს. მანო კვა­რა­ცხე­ლია “პრინ­სტო­ნი! - სა­ქარ­თვე­ლოს სი­ა­მა­ყე გო­გო­ნა, მანო კვა­რა­ცხე­ლია მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მი­ი­ღო! Civil and Environmental Engineering -ის პროგ­რა­მა­ზე! 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით! ჯამ­ში 400 000$. ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბა­საც კი აფი­ნან­სე­ბენ! მანო სას­წა­უ­ლი გო­გოა! უჭ­კვი­ა­ნე­სი, უნი­ჭი­ე­რე­სი, ინო­ვა­ტო­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის, იდე­ე­ბით სავ­სე. არის არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მი­ლე­ნი­უ­მის პრო­ექ­ტის ფი­ნა­ლის­ტი!..“ - წერს "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი" “ნა­თია გა­ნათ­ლე­ბა­ზე / Natia on Education“. გააგრძელეთ კითხვა