ჰარვარდი, პრინსტონი, სტენფორდი და ა.შ. - ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას
სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად ავრცელებენ ქართველი ახალგაზრდების წარმატების ისტორიას, რომლებიც დიდი დაფინანსებით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოხვდნენ.
“ჰარვარდი, პრინსტონი, სტენფორდი....“ - ქართველი მოსწავლეებისთვის მიუწვდომელი აღარაფერია. უფრო მეტიც, მათ ძალიან დიდი კონკურენცია გაუწიეს ათასობით კანდიდატს მსოფლიოს მასშტაბით და ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტებშიც კი ჩაირიცხნენ, თანაც დაფინანსებით.
მათი რიცხვი საკმაოდ დიდია.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს. მანო კვარაცხელია
“პრინსტონი! - საქართველოს სიამაყე გოგონა, მანო კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტმა მიიღო!
Civil and Environmental Engineering -ის პროგრამაზე! 100%-იანი დაფინანსებით! ჯამში 400 000$. ამერიკაში გამგზავრებასაც კი აფინანსებენ!
მანო სასწაული გოგოა! უჭკვიანესი, უნიჭიერესი, ინოვატორი, ინტელექტუალი, ანალიტიკური აზროვნების, იდეებით სავსე. არის არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული, მილენიუმის პროექტის ფინალისტი!..“ - წერს "ფეისბუქგვერდი" “ნათია განათლებაზე / Natia on Education“. გააგრძელეთ კითხვა