თბილისის წიგნის ბაზრობამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და თუ შესაძენი წიგნების სია ჯერ არ შეგიდგენიათ, ამაში გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ რეკომენდაციები დაგეხმარებათ. ღონისძიება 10-13 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება, ხოლო „პალიტრა L-ის“ სტენდი სტუმრებს 11:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. გამომცემლობის კუთხეში წარმოდგენილი იქნება ყველა ასაკისა და გემოვნებაზე მორგებული ლიტერატურა. აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ აპრილში გამართულ წიგნის ბაზრობაზე, ხოლო მაისის თბილისის წიგნის ფესტივალზე წარმოდგენილი აღარ იქნება. შე­სა­ბა­მი­სად, ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში, 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­ტუმ­რონ წიგ­ნის ბაზ­რო­ბას და გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ სიახ­ლე­ებს გა­ეც­ნონ, ისარ­გებ­ლონ მათი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით და მი­ი­ღონ სა­ჩუქ­რე­ბი. წიგ­ნის ბაზ­რო­ბის­თვის „პა­ლიტ­რა L“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ემ­ზა­და. 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბაზ­რო­ბის სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ისარ­გებ­ლონ 70%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით სხვადასხვა სე­რი­ის გამოცემებზე. ფას­დაკ­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მკითხვე­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ წიგ­ნებს: მხატვრული, პროფესიული, შემეცნებითი, საბავშვო და სხვა. ასევე, „პალიტრა L-ის“ სტენდთან წარმოდგენილი იქნება „დისნეის“ გამოცემები, რომლებიც განსაკუთრებულად უყვართ პატარებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ჭაბუა ამირეჯიბის ახალი სერიის ფარგლებში შექმნილი აქსესუარები, ასევე ყველასთვის საყვარელი სათამაშოები: თოვლის გუნდა, ბასტი და სხვა. წიგნის ბაზრობის სტუმრებს 4 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ 20 თანამედროვე ავტორს და ჩაერთონ დისკუსიაში. „პალიტრა L-ი“ გთავაზობთ 5 წიგნს, რომელიც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ: 1. შერლი - შარლოტ ბრონტე შერ­ლის შარ­ლოტ ბრონ­ტე უმ­ძი­მეს დრო­სა და გა­რე­მო­ში წერ­და – მისი ძმა და ორი და სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში შე­ი­წი­რა ტუ­ბერ­კუ­ლოზ­მა. რო­მა­ნი 1849 წელს გა­მო­ი­ცა ფსევ­დო­ნი­მით კარ­ერ ბელი. ეს არის შარ­ლოტ ბრონ­ტეს ყვე­ლა­ზე „მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი“ ნა­წარ­მო­ე­ბი, შე­ზა­ვე­ბუ­ლი კლასი­კუ­რი გო­ტი­კუ­რი და დე­ტექ­ტი­უ­რი მო­ტი­ვე­ბით. ეს არის რო­მა­ნი ორ ძლი­ერ ახალ­გაზ­რდა ქალ­ზე – ღა­რიბ და ობოლ ქე­რო­ლა­ინ­ზე, რო­მელ­საც თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარს მდი­და­რი ფაბრიკან­ტი რო­ბერტ მური, და მის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­ზე, მდი­დარ, ლა­მაზ და თავ­ნე­ბა შერლი­ზე, რო­მელ­საც რო­ბერტ მუ­რის ძმა, მო­რი­დე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გუ­ვერ­ნან­ტი ლუი უყვარს. რო­გორ დას­ძლე­ვენ მე­გობ­რე­ბი თა­ვი­ანთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ხავსმოკიდე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და ცრურ­წმე­ნებს, ამ სა­ინ­ტე­რე­სო რო­მან­ში შე­ი­ტყობთ. მთარ­გმნე­ლი: ლე­ვან ინა­სა­რი­ძე 2. და ყოველ დილით სულ უფრო გრძელდება გზა შინისკენ - ფრედერიკ ბაკმანი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი შვე­დი მწერ­ლის, ფრედ­რიკ ბაკ­მა­ნის ტექსტს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ერთხე­ლაც დგე­ბა დღე, როცა უნდა წახ­ვი­დე, მა­ნამ­დე კი მო­გო­ნე­ბე­ბის დროა, სევ­და­ნა­რე­ვი სი­ხა­რუ­ლით გახ­სე­ნე­ბა იმი­სა, ვინც ან რაც გიყ­ვარ­და და და­უნ­დო­ბელ­მა დრომ წა­ი­ღო. გახსენება იმი­სა, თუ რო­გორ გიყვარ­და სამ­ყა­რო, ქალი, რო­მელ­მაც ვაჟი, მან კი საყ­ვა­რე­ლი შვილიშვი­ლი – ნო­ა­ნოა გა­ჩუ­ქა, გო­ნი­ე­რი ბიჭი, რო­მელ­საც ბა­ბუ­ა­სა­ვით უყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა, უამ­რავ კი­თხვას სვამს და ბა­ბუ­ის­გან სწორ პა­სუ­ხებ­საც იღებს. ვი­საც ცხოვრება ეჩ­ქა­რე­ბა, ის გან­შო­რე­ბას აჩ­ქა­რებ­სო, ეუბ­ნე­ბო­და ბე­ბია ნოას. არადა, რო­გორ არ უნდა იჩ­ქა­რო?! ხომ უნდა უთხრა შენს საყ­ვა­რელ ადამიანებს, რომ ყვე­ლა ძა­ლი­ან გიყ­ვარ­და, მაგ­რამ ამის სათ­ქმე­ლად ხშირად დრო არ გქონ­და! დიახ, სი­ბე­რე მო­გო­ნე­ბე­ბის დროა, მძაფ­რი სურ­ვი­ლი იმი­სა, ბოლო წუთამ­დე გახსოვდეს, ვინც და რაც გიყ­ვარ­და; სი­ბე­რე კი­დევ ერთი სიხა­რუ­ლია, რომ სა­ნამ კოსმოს­ში წახვალ, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შენ გვერდით იქ­ნე­ბი­ან. მთარ­გმნე­ლი: პა­ა­ტა ჩხე­ი­ძე 3. CEO-ს დღიური - სტივენ ბარტლეტი ეს წიგ­ნი ბიზ­ნე­სის სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ არ არის. სტრა­ტე­გია წლის სე­ზო­ნე­ბის მსგავ­სად იცვლე­ბა. ამ წიგნ­ში ბევ­რად უფრო მდგრად ცნე­ბებ­ზე ვიმ­სჯე­ლებთ. ჩემი ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბი­სა თუ მარ­ცხის სა­თა­ვე, რო­გორც ჩემი ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის, ისე ათა­სო­ბით ინტერვიუს ჩა­ტა­რე­ბის დროს, პრინ­ცი­პე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა. ეს პრინ­ცი­პე­ბი გა­უძ­ლებს დროს, ნებისმიერ ინ­დუსტრი­ა­ში გა­მო­გად­გე­ბათ და მო­ერ­გე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ამო­ცა­ნებს, რომელ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა სურს და უნდა თა­ვა­დაც გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­დეს. ეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი წე­სე­ბი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვის გა­რან­ტი­ას მოგ­ცემთ. ეს წე­სე­ბი ეფუძნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და ქცე­ვით მეც­ნი­ე­რე­ბას, ჩემი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის შე­დე­გებს ათეულათასო­ბით ადა­მი­ან­თან ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე, ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­სა და პროფესიაში და, რაღა თქმა უნდა, ჩემი სა­ავ­ტო­რო პოდ­კას­ტის ჩა­ნა­წე­რებს - სა­უბ­რებს მსოფლიო­ში ყველა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და შთა­მა­გო­ნე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან. ეს წე­სე­ბი დღე­საც იმუშა­ვებს და ასი წლის შემდე­გაც“, – წერს წიგ­ნის ავ­ტო­რი სტი­ვენ ბარტლე­ტი. მთარ­გმნე­ლი: გი­ორ­გი დო­ლი­ძე 4. იცხოვრე, როგორც ქალღმერთმა - ჯინ მინგისი ეს ლეგენდარული ქალბატონები სიბრძნით, სიძლიერითა და შეუპოვრობით გამოირჩევიან. ოსანი, იორუბას სიყვარულის ქალღმერთი. ის ყოველთვის დაუპირისპირდება მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ქალები სუსტები არიან. რიანონი, ფერიების დედოფალი უელსიდან. ის არასდროს მისცემს სხვას უფლებას მის ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილებები, არავის მისცემს თავისი გულისა და გონების გაკონტროლების უფლებას. ფრეია, სიყვარულისა და ომის სკანდინავიელი ქალღმერთი. ის არ ეგუება საზოგადოებრივ ნორმებსა და ზეწოლას, და ყოველთვის უწესებს სხვებს საზღვრებს. ეს ქალბატონები ისტორიამ დაივიწყა, მაგრამ თავად არასდროს დაივიწყებენ საყვარელ ქმნილებებს, ადამიანებს, განსაკუთრებით კი - გოგონებს, და ყოველთვის შეახსენებენ, როგორ დაიცვან თავი, როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს და რაც მთავარია - როგორ ირწმუნონ საკუთარი თავების. მთარ­გმნე­ლი: სოფო ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი 5. შეცოდებანი - ლუიზ კენედი ლუის კე­ნე­დის „შე­ცო­დე­ბა­ნი“ არის წიგ­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც ჩვეულებრივი ცხოვ­რე­ბა სურთ „არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ“ დრო­ე­ბა­ში. მთა­ვა­რი გმი­რი, კუშ­ლა ლა­ვე­რი, ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს. მისი ცხოვ­რე­ბა თავდა­ყი­რა დგე­ბა მას შემ­დეგ, რაც ერთ სა­ღა­მოს, პაბ­ში, ბელ­ფას­ტელ ცო­ლი­ან მა­მა­კაცს ხვდე­ბა და, შე­დე­გად, სულ უფრო მე­ტად ეფ­ლო­ბა იმ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც სიყ­ვა­რულს სა­ზღვრე­ბი აქვს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა კი ხში­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. „მნიშვნე­ლო­ბა არა აქვს, რას აკე­თებ, – უთხრა მა­იკლმა კუშ­ლას, – მთა­ვა­რია, ვინ ხარ“. და შემდეგ, მკი­თხვე­ლი ხე­დავს, რომ მთე­ლი თხრო­ბა ამ ბუნ­დო­ვა­ნე­ბას ეხე­ბა – რე­ა­ლის­ტუ­რი ნაწარ­მო­ე­ბის ტრა­დი­ცი­ულ თე­მას, ქმე­დე­ბი­სა და პი­როვ­ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი რა­ო­ბის შეპირისპირე­ბას, რო­მე­ლიც წიგნ­ში სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე ვითარდე­ბა. რა ფა­სად უჯ­დე­ბა წყვილს აკ­რძა­ლუ­ლი კავ­ში­რი? ანდა რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ბედ­ნი­ე­რე­ბის პოვ­ნა სამ­ყა­რო­ში, სა­დაც „ვინ ხარ“ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე „რას აკე­თებ?“ მთარ­გმნე­ლი: ნა­თია ჩუ­ბი­ნი­ძე არ გამოტოვთ თბილისის წიგნის ბაზრობა, ესტუმრეთ 10-13 აპრილს ესტუმრეთ „ექსპო ჯორჯიას“ და განაახლეთ თქვენი ბიბლიოთეკა. იხილეთ ასევე: „საკითხავი ეს არის“ - „გამომცემლობა პალიტრა L“ 20 წლის იუბილეს აღსანიშნავ კამპანიას გვთავაზობს R