გზა დევნილობიდან პოლიტიკამდე: საადვოკატო პრაქტიკა, ხმაურიანი საქმეები, წარმატებული მეუღლე - რა არის ცნობილი იუსტიციის მომავალ მინისტრზე? - კვირის პალიტრა

გზა დევნილობიდან პოლიტიკამდე: საადვოკატო პრაქტიკა, ხმაურიანი საქმეები, წარმატებული მეუღლე - რა არის ცნობილი იუსტიციის მომავალ მინისტრზე?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იუს­ტი­ცი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრი ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი შეც­ვლის. ოხა­ნაშ­ვი­ლის ად­გილ­ზე კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი პა­ა­ტა სა­ლია და­ი­ნიშ­ნე­ბა. სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ის" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი პო­ლი­ტი­კა­ში 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ვი­და, რო­დე­საც სა­ლია მე­თერ­თმე­ტე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და. ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სიის 96-ე ნო­მე­რი იყო. სა­ლია პარ­ლა­მენ­ტში მას შემ­დეგ შე­ვი­და, რაც მმარ­თვე­ლი გუნ­დის 8 წევ­რს დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ვა­და­ზე ადრე შე­უ­წყვი­ტეს და მათი შეც­ვლა გახ­და სა­ჭი­რო.

იუს­ტი­ცი­ის ახა­ლი მი­ნის­ტრი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია და პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნამ­დე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იუ­რის­ტი იყო. ის შპს "გა­ბუ­ნია და პარტნი­ო­რე­ბის“ წი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­ლდათ, დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ა­სა და ფრი­დონ მჭედ­ლი­ძეს­თან ერ­თად. ასე­ვე შპს სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ცენ­ტრის 25%-ის მფლო­ბე­ლი, შპს ჯი ეს ეი კონ­სალ­ტინ­გის 33.3%-ის მფლო­ბე­ლი, შპს ჯორ­ჯი­ან კოს­მე­ტი­კის 5%-ისა და შპს ჰოუმ-დორ თბ-ის15%-ის მფლო­ბე­ლია. გააგრძელეთ კითხვა