"ის საგრძნობლად შეცვლილია" - 87 წლის იტალიელი ვარსკვლავის, ანდრიანო ჩელენტანოს ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
სოციალურ ქსელებში ლეგენდარული იტალიელი არტისტის ადრიანო ჩელენტანოს ახალი ფოტო გამოჩნდა. 87 წლის მომღერალი დიდი ხანია საზოგადოებაში არ გამოჩენილა.
ფოტო Facebook-ის გვერდზე Primo Ascolto-ზე გამოქვეყნდა, მასზე ცნობილი შემსრულებელი მისთვის ჩვეული აქსესუარის - სათვალის გარეშეა.
იტალიელი მომღერალი დონ ბაჩი ვარაუდობს, რომ ჩელენტანოს შვილებმაც კი, რომ მამა ნახონ, ჯერ დედას უნდა დაუნიშნონ შეხვედრა და ის გადაწყვეტს, როდის მისცეს მათ ნახვის უფლებას. დონ ბაჩის არასოდეს მოსწონდა კლაუდია მორი და არ მალავდა მის მიმართ მტრობას. კლაუდია მორიმ დიდი ხნის წინ განმარტა, რომ მისი ქმარი დახურულ ცხოვრების წესს ეწევა ავადმყოფობის შიშის გამო, ამიტომ ის იშვიათად ხვდება უახლოეს ადამიანებს.
როგორიც არ უნდა იყოს ადრიანო ჩელენტანოს განმარტოების ვერსია, ფაქტი ფაქტად რჩება: ის უარს ამბობს ვინმესთან შეხვედრაზე და ამჯობინებს დროის გატარებას მაღალ ღობის მიღმა, უსაფრთხოდ და ექსკლუზიურად მეუღლის გარემოცვაში, რომელთ ერთადაც უკვე 60 წელზე მეტია ცხოვრობს. წყარო