"გია მურ­ღუ­ლი­ას­თვის მინ­დო­და მე­კი­თხა - სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის გან­მარ­ტე­ბა რას ნიშ­ნავს.... მაღლაფერიძემ ხელი აწია და თავის თავს მისცა ხმა" - ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ ჩიქოვანი სამეურვეო საბჭოს სხდომაზე - კვირის პალიტრა

"გია მურ­ღუ­ლი­ას­თვის მინ­დო­და მე­კი­თხა - სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის გან­მარ­ტე­ბა რას ნიშ­ნავს.... მაღლაფერიძემ ხელი აწია და თავის თავს მისცა ხმა" - ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ ჩიქოვანი სამეურვეო საბჭოს სხდომაზე

“ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე შე­ე­ცა­და პრო­ცე­დუ­რუ­ლად ისე და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა [სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს] სხდო­მა, რომ ჩვენ­თვის სი­ტყვის უფ­ლე­ბა არ მო­ე­ცა - თა­ნამ­შრომ­ლებს, ვი­საც გვაქვს კრი­ტი­კუ­ლი პო­ზი­ცია არ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შევ­სუ­ლი­ყა­ვით და კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბი დაგ­ვეს­ვა“, - ამის შე­სა­ხებ „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ჟურ­ნა­ლის­ტმა ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­და­პი­რი ეთე­რით შე­ეძ­ლო ენა­ხა, „რა სა­მარ­ცხვი­ნო ხრი­კე­ბით მოქ­მე­დებს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა“.

„დღეს ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე მე­ო­რე ვა­დით აირ­ჩი­ეს თავ­მჯდო­მა­რედ და ჩვენ, თა­ნამ­შრომ­ლებს, ვი­საც გვაქვს კრი­ტი­კუ­ლი პო­ზი­ცია, ფაქ­ტე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად მა­უ­წყებ­ლის მუ­შა­ო­ბას­თან და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შევ­სუ­ლი­ყა­ვით, დაგ­ვეს­ვა ის კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლად მა­უ­წყე­ბელ­თან და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე შე­ე­ცა­და პრო­ცე­დუ­რუ­ლად ისე და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა სხდო­მა, რომ ჩვენ­თვის სი­ტყვის უფ­ლე­ბა არ მო­ე­ცა. ეს კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა, სა­კუ­თა­რი თა­ვის რა ლუსტრა­ცია მო­ახ­დი­ნა საბ­ჭოს

8 წევ­რმა წინა სა­მარ­ცხვი­ნო სხდო­მა­ზე. ახლა ისი­ნი არი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი, გა­ურ­ბი­ან შე­კი­თხვებს, იმი­ტომ, რომ არ აქვთ პა­სუ­ხე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვან­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის, ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, “ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ ხელი აწია და თა­ვის თავს მის­ცა ხმა“.მისი თქმით, ბორ­დის თავ­მჯდო­მა­რე და წევ­რე­ბი მო­ე­რიდ­ნენ იმ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას, რო­მე­ლიც მათ ჰქონ­დათ.

"მე, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი, გა­ვაგ­ზავ­ნე 5 კა­ცი­ა­ნი სია, რომ­ლებ­საც გვინ­დო­და ბორ­დის სხდო­მას დავ­სწრე­ბო­დით, რომ კი­თხვე­ბი დაგ­ვეს­ვა. რად­გან დღის წეს­რიგ­ში სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნე­ბი იყო პირ­ვე­ლი, სხდო­მის მდი­ვანს და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი - "ჯერ აირ­ჩი­ეთ თავ­მჯდო­მა­რე და მერე შე­მო­ვალთ-თქო", რად­გან უფრო ლე­გი­ტი­მუ­რი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი კი­თხვე­ბი. შე­ვე­დით და უცებ კრე­ბა და­ი­ხუ­რა და ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე გა­რეთ გა­მო­დის, იქ, რაც დატ­რი­ალ­და ამას "მო­ამ­ბე­ში" ნა­ხავს ხალ­ხი...

ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­ი­შიფ­რა ყვე­ლა­ფე­რი. ეს ადა­მი­ა­ნი და მთლი­ა­ნად ბორ­დი ერი­დე­ბოდ­ნენ იმ შე­კი­თხვებს, რო­მელ­თა დას­მა­საც ვა­პი­რებ­დით, ეს შე­კი­თხვე­ბი კი მათ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო არ იქ­ნე­ბო­და. ადა­მი­ანს, რო­დე­საც ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი აქვს, შე­იძ­ლე­ბა რა­მის შე­ე­შინ­დეს?

გია მურ­ღუ­ლი­ას­თვის მინ­დო­და მე­კი­თხა - სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის გან­მარ­ტე­ბა რას ნიშ­ნავს, ასე­ვე მინ­დო­და მი­მე­ღო პა­სუ­ხი, ხელ­ფა­სე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის გაჟ­ღე­რე­ბა­ზე, ბორ­დის 2 წევ­რის მიერ.

ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ ხელი აწია და თა­ვის თავს მის­ცა ხმა - "ხალ­ხმა მინ­და ნა­ხოს და ბუჩ­ქებ­ში არ მივ­რბი­ვა­რო" - თუმ­ცა და­ვი­ნა­ხე ბუჩ­ქებ­ში რო­გორ გარ­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ნინო ზა­უ­ტაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, ბორ­დის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­რა და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კვლავ ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე აირ­ჩი­ეს.