"მისი მინიმალური, ქრონიკული მოხმარება ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს" - რა არის აფლატოქსინი - რას ამბობს ცნობილი ონკოლოგი რძის გარშემო ატეხილ სკანდალზე - კვირის პალიტრა

"მისი მინიმალური, ქრონიკული მოხმარება ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს" - რა არის აფლატოქსინი - რას ამბობს ცნობილი ონკოლოგი რძის გარშემო ატეხილ სკანდალზე

ცნო­ბი­ლი ექი­მი ონ­კო­ლო­გი და გე­ნე­ტი­კო­სი ალექ­სან­დრე თა­ვარ­თქი­ლა­ძე, ძრო­ხის რძის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას­თან ატე­ხილ სკან­დალს ეხ­მა­უ­რე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი რძის 5 ნი­მუშ­ში აფ­ლა­ტოქ­სინ M1-ის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ოდე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის ბაზ­რი­დან ამო­ღე­ბა და და­ლუქ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა "სოფ­ლის ნო­ბა­თის" რძის ნი­მუ­შებ­ში გა­მოვ­ლინ­და.

ალექ­სან­დრე თა­ვარ­თქი­ლა­ძე:

- ძა­ლი­ან რთუ­ლია როცა ვის­მენთ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში არის ნა­პოვ­ნი ისე­თი კან­ცე­რო­გე­ნი, რო­გო­რი­ცაა აფ­ლა­ტოქ­სი­ნი… თუმ­ცა მე, რო­გორც ონ­კო­ლო­გი და გე­ნე­ტი­კო­სი ვფიქ­რობ, რომ მო­ცე­მუ­ლი სა­კი­თხი კარ­გად/სწო­რად უნდა იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი და არ უნდა მი­ვე­ცეთ უკი­დე­გა­ნო სტრესს, თუმ­ცა ვფიქ­რობ, სა­კი­თხი ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას…

…ცუდი ის არის, რომ აქ მწვა­ვე მო­წამ­ვლა­ზე არ გვაქვს აქ­ცენ­ტი (რა­ზეც კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა ექ­სპერტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა)… რა შე­დე­გიც და­ი­დო არის ის, რომ ალფ­ლა­ტოქ­სი­ნის ეს დოზა ვერ გა­მო­იწ­ვევს მწვა­ვე მო­წამ­ვლას… მაგ­რამ... აფ­ლა­ტოქ­სი­ნი B1 და მისი მე­ტა­ბო­ლი­ტი აფ­ლა­ტოქ­სი­ნი M1 (რო­მე­ლიც რძე­ში გა­და­დის და სწო­რედ რძის პრო­დუქ­ტებ­ში გვხვდე­ბა), ხა­სი­ათ­დე­ბა კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი ანუ ორ­გა­ნიზ­მში დაგ­რო­ვე­ბი­თი და პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ბი­ო­ქი­მი­უ­რი მოქ­მე­დე­ბით. გააგრძელეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე:

"ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის... ეს რეგულაცია არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია?

სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს იმპორტირებული რძის 5 ნიმუშზე, რომლებზეც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა