"მათი მი­ღე­ბა, ხან­გრძლი­ვი დრო­ით და დიდი დო­ზით უნდა გაგ­რძელ­დეს, რომ ღვიძ­ლის, ან სხვა, რა­ი­მე უფრო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს" - რა შემთხვევაში იწვევს აფლატოქსინების მიღება მძიმე დაავადებებს - პაატა იმნაძის განცხადება - კვირის პალიტრა

"მათი მი­ღე­ბა, ხან­გრძლი­ვი დრო­ით და დიდი დო­ზით უნდა გაგ­რძელ­დეს, რომ ღვიძ­ლის, ან სხვა, რა­ი­მე უფრო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს" - რა შემთხვევაში იწვევს აფლატოქსინების მიღება მძიმე დაავადებებს - პაატა იმნაძის განცხადება

აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც "სოფ­ლის ნო­ბა­თის" რძის ნი­მუ­შებ­ში გა­მოვ­ლინ­და, მწვა­ვე მო­წამ­ვლას ვერ გა­მო­იწ­ვევს“, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც იმ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა რომ „სოფ­ლის ნო­ბა­თის“ რძის ნი­მუ­შებ­ში აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძე გან­მარ­ტავს, აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბის მი­ღე­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ით და დიდი დო­ზით უნდა გაგ­რძელ­დეს, რომ ღვიძ­ლის, ან სხვა, რა­ი­მე უფრო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ნორ­მა­ტი­ვე­ბია. სა­ქარ­თვე­ლო კი ევ­რო­პუ­ლი ნორ­მა­ტი­ვე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც ამე­რი­კულ­ზე 10-ჯერ მკაც­რია.

"აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც „სოფ­ლის ნო­ბა­თის“ რძის ნი­მუ­შებ­ში გა­მოვ­ლინ­და, მწვა­ვე მო­წამ­ვლას ვერ გა­მო­იწ­ვევს. მათი მი­ღე­ბა, ხან­გრძლი­ვი დრო­ით და დიდი დო­ზით უნდა გაგ­რძელ­დეს, რომ ღვიძ­ლის, ან სხვა, რა­ი­მე უფრო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე კი, რო­მე­ლიც ბევრ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ და­საშ­ვებ­ზე ნაკ­ლე­ბია, ეს სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ, ტოქ­სი­კო­ლო­გებ­სა და ექ­სპერ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი სა­სა­ნია, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე აპო­ლონ კა­კა­ბა­ძე და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გუ­შინ, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი რძის 5 ნი­მუშ­ში აფ­ლა­ტოქ­სინ M1-ის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ოდე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის ბაზ­რი­დან ამო­ღე­ბა და და­ლუქ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. „აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა „სოფ­ლის ნო­ბა­თის“ რძის ნი­მუ­შებ­ში გა­მოვ­ლინ­და.