ყოჩაღები - Kocal-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - კვირის პალიტრა

ყოჩაღები - Kocal-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

ყოჩაღები - ბიზნესის მომმარაგებელი კომპანია თურქული, ინდუსტრიული ქაღალდის მწარმოებლის Koçal Paper Industry -ის ოფიციალური წარმომადგენელია.

ყოჩაღებსა და Kocal-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების თანახმად თურქული კომპანიის ბრენდების: Brava, Tami, Sosi, Vilo და სხვ. ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში კომპანია „ყოჩაღები“ იქნება.

ყოჩაღები Koçal-თან ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში, პარტნიორი კომპანიებისთვის მაღალხარისხიანი ინდუსტრიული ქაღალდის საუკეთესო, ბაზარზე ყველაზე კონკურენტულ ფასად მიწოდებას შეძლებენ.

თურქული კომპანია Kocal სამზარეულოს, მაგიდის, ჰიგიენური ხელსახოცის, დისპენსერის თუ სხვა ინდუსტრიული ქაღალდის სექტორში პროდუქტებს 1995 წლიდან აწარმოებს. ქაღალდის საწარმო თურქეთში, საკარიას მე-2 ორგანიზებულ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს და თავისი საწყობებით სტამბოლსა და ანკარაში ფუნქციონირებს. კომპანიის წარმოების სიმძლავრე ყოველთვიურად 750 ტონას შეადგენს. ყოველდღიური მოხმარების, სხვადასხვა დანიშნულების, მაღალხარისხიანი ქაღალდი სუფთა და უსაფრთხო გარემოში იწარმოება, რასაც "ISO 9001“ ხარისხის მართვის სისტემის და TSE /TSEK ხარისხის სტანდარტების სერთიფიკატები ცხადყოფს.

kochagbi-winterartboard-1-1743760128.png

ყოჩაღები - ბიზნესის მომმარაგებელი კომპანია უკვე 6 წელია წარმატებით ოპერირებს მომარაგებისა და დისტრიბუციის სფეროში.

ამ დროის განმავლობაში კომპანია 200-ზე მეტ ლოიალურ პარტნიორს ქიმიისა და ჰიგიენის საშუალებებით ამარაგებს. ყოჩაღების პროდუქციის ასორტიმენტში 700-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური წარმოების პროდუქტია და ძირითადი წილი ქაღალდის პროდუქციას უჭირავს.

download-1743760128.jpg

ყოჩაღები - ბიზნესის მომმარაგებელი კომპანია

ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია!

მეტი ინფორმაციისთვის: Kochagebi.ge

(R)