ვინ არის გიორგი ბუხრაშვილი, რომელიც აჭარის პოლიციის უფროსად დაინიშნა?!
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გიორგი ბუხრაშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
"ინტერპრესნიუსი"