"პოლონეთში ცხოვრობდა, მისი ტელეფონი კი ბელარუსში იპოვეს" - ანჟელიკა მელნიკოვას გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი: რა დეტალებზე წერს მედია? - კვირის პალიტრა

"პოლონეთში ცხოვრობდა, მისი ტელეფონი კი ბელარუსში იპოვეს" - ანჟელიკა მელნიკოვას გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი: რა დეტალებზე წერს მედია?

უკვე ერთ კვი­რა­ზე მე­ტია უც­ნო­ბია ბე­ლა­რუ­სის ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოს, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სპი­კე­რის, პო­ლო­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ან­ჟე­ლი­კა მელ­ნი­კო­ვას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. მას­თან კავ­ში­რი 25 მარტს გა­წყდა და ქალი მას შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია.

რო­გორც ყო­ფილ­მა დიპ­ლო­მატ­მა და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, პა­ველ ლა­ტუშ­კომ გა­ნა­ცხა­და, პო­ლო­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მელ­ნი­კო­ვას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ვერ და­ად­გი­ნეს და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ვერ­სია არ აქვთ.

პო­ლი­ცი­ას ან­ჟე­ლი­კას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ 27 მარტს სწო­რედ ლა­ტუშ­კომ შე­ა­ტყო­ბი­ნა, რად­გან ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ლე­გას ვერ უკავ­შირ­დე­ბო­და.

მისი თქმით, მელ­ნი­კო­ვას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს, თუმ­ცა არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ აქ­ტი­ვის­ტი, რო­მელ­მაც სამ­შობ­ლო 2020 წელს და­ტო­ვა, ბე­ლა­რუს­ში დაბ­რუნ­და.

რამ­დე­ნი­მე წყა­რო ამ­ბობს, რომ მელ­ნი­კო­ვა ვარ­შა­ვი­დან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია ამ ეტაპ­ზე არ დას­ტურ­დე­ბა.

ლა­ტუშ­კოს ცნო­ბით, მელ­ნი­კო­ვას ყო­ფი­ლი ქმა­რი პო­ლო­ნე­თი­დან ბე­ლა­რუს­ში ავ­ტო­ბუ­სით 23 მარტს გა­ემ­გზავ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე, რომ გა­მო­ცე­მა Zerkalo-ს ერთ-ერ­თმა მკი­თხველ­მა უთხრა, რომ მან ნახა მელ­ნი­კო­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე წყვი­ლის ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ნი­ას­ვიჟ­ში. წაიკითხეთ ვრცლად