გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალურ მცველად დასახელდა! - ვიდეო - კვირის პალიტრა

გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალურ მცველად დასახელდა! - ვიდეო

33 წლის გიორგი გველესიანი ირანის პრო ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ზედიზედ მესამდე დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალურ მცველად. ჯილდოს მიღებისას მან თქვა, რომ ამაყია წარმატებით: "შინ ორი ასეთი ჯილდო მაქვს და ბედნიერი ვარ, რომ მესამესაც დავამატებ".

მიმდინარე ჩემპიონატში მის ანგარიშზე 2 გოლია. შეგახსენებთ, რომ გიორგი "პერსეპოლისში" 2022 წლის ივლისიდან თამაშობს. ამ გუნდს ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონატის მოგების შანსი. ნახეთ ვიდეო