ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის რა დეტალები ხდება ცნობილი?
ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრებისა და ესპანური კლუბის "ლევანტეს" ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი მალე კარიერას პორტუგალიაში, ლისაბონის "სპორტინგში" გააგრძელებს. ტრანსფერი საკმაოდ სწრაფად განხორციელდა, თუ რა გახდა ამის მიზეზი, ამის თაობაზე გამოცემა Super Deporte წერს.
ირკვევა, რომ ლისაბონური გუნდი ამ თანხის გადახდას არ აპირებდა და შეთანხმება გაცილებით ნაკლებ ფულზე იყო მიღწეული, მაგრამ საქმეში მოულოდნელად გლაზგოს "სელტიკი" ჩაერთო, რომელმაც "ლევანტეს" ოფიციალური წინადადებით მიმართ.
შოტლანდიურ გრანდს ქართველის დამატება ძალიან უნდოდა, რის გამოც პორტუგალიელები სასწრაფოდ გააქტიურდნენ, სატრანსფერო ფასი გაზარდეს და გარიგებაც ახლავე დადეს.
მოგეხსენებათ, ჩვენებური ლისაბონურ გუნდს ზაფხულში 7,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.
საინტერესოა, რომ ქოჩორაშვილის სატრანსფერო ფასზე "სპორტინგის" მწვრთნელმა რუი ბორჟესმაც ისაუბრა. წაიკითხეთ ვრცლად