"აღარ მინდა მსახიობობა, ბევრი წელი დამეკარგა ამაში... მთლიანად ბავშვებში ვარ, რადგან როცა დამხმარე არ გყავს, რთულია" - ანი ბებია პირად ცხოვრებასა და კარიერაზე
მსახიობი ანი ბებია, ორ შვილს ზრდის, რის გამოც, ეთერში ძველებურად აქტიური აღარ არის. თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში, როგორც ინფლუენსერი და მოდელი.
ანი და მისი ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი მეუღლე ილო ბეროშვილი, შვილებს ერთად ზრდიან და მამაც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ცოტა ხსნის წინ მსახიობმა გამომწერების კითხვებს უპასუხა:
- რატომ აღარ ხარ ისეთი აქტიური, როგორც ადრე?
- მთლიანად ბავშვებში ვარ, როცა დამხმარე არ გყავს, რთულია. ორი ბავშვი, პლუს სახლის საქმეები, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ფიქრი წარსულზე, ბავშვობაზე, აწმყოზე, მომავალზე, დამთრგუნველია. თუმცა კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ თერაპია მეხმარება და შფოთს ვაგდებ.
- საუკეთესო ოჯახი გყავს, თუმცა მგონია, რომ კარიერულად მეტს იმსახურებ...
- მადლობა, თუმცა მე აღარ მინდა მსახიობობა. და ნამდვილ ანის არც არასდროს ნდომებია. მხოლოდ რაღაცის დამტკიცება და მიღება იყო ეს სურვილი. სამწუხაროა, რომ ბევრი წელი დამეკარგა ამაში. ნამდვილ ანის რა უნდა, ჯერ არ ვიცი.
- ორსულობის შემდგომი დეპრესია თუ გქონიათ და როგორ გადალახეთ?
- თერაპევტი, ოღონდ მაგისთვის შინაგანად მზად უნდა იყო, რომ მიხვიდე. გააგრძელეთ კითხვა