რამ­დე­ნი­მე დღის წინ სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი. ერთ-ერთი, ვი­საც ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო, სუს-ის უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ პოსტს 6 წელი იკა­ვებ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად პრე­მი­ერ­მა თქვა, რომ ლი­ლუ­აშ­ვილს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრად ნიშ­ნავ­და, თუმ­ცა გუ­შინ აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ი­ფიქ­რეს. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ არ­სე­ბობ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პებ­თან, მათ შო­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­სა­ტა­რე­ბელ სა­კად­რო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით“."გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­თან და გა­ირ­კვა, რომ გქონ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პებ­თან, მათ შო­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­სა­ტა­რე­ბელ სა­კად­რო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რომ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი აღარ და­ი­კა­ვებს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას. მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნე­ბა კა­ხა­ბერ გუ­ლე­და­ნი“,- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა. ვინ არის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი? ლი­ლუ­აშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1977 წლის 1 სექ­ტემ­ბერს. 2001 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. 1999 წელს "Air Georgia"-ს ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი იყო. 1999–2001 წლებ­ში იყო "ქარ­თუ­ლი ავი­ა­ხა­ზე­ბი — აირ­ზე­ნას" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი. 2003–2004 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მსოფ­ლიო სა­ბა­ჟო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „RILO“-ში, დსთ-ის ქვეყ­ნე­ბის სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რე­ბის მე­თა­ურ­თა უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში. 2004–2008 წლებ­ში იყო შპს „ბურ­ჯის“ ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი. 2007–2008 წლებ­ში – ასო­ცი­ა­ცია „ATU“-ს ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი. 2008–2013 წლებ­ში იყო შპს „ქარ­თუ მშე­ნე­ბე­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. 2013–2014 წლებ­ში იყო შპს „ბურ­ჯის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. 2014–2016 წლებ­ში შპს „Old City Development“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. 2015–2016 წლებ­ში „ქარ­თუ“ ჯგუ­ფის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ოჯახ­თან ერ­თად - ფოტო: "თბი­ლი­სე­ლე­ბი", 2017 წელი 2015–2016 წლებ­ში ს/ს „ქარ­თუ-ბან­კის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. 2016 წელს იყო თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე. 2016–2017 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (ვა­ნი­სა და ხო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი), სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა — დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“. მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში ხმა­თა 59,01% (18 270 ხმა) მი­ი­ღო.[2] 2017 წლის 22 დე­კემ­ბრი­დან 2019 წლის 8 სექ­ტემ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, შემ­დეგ კი 2025 წლამ­დე სუს-ს უფ­რო­სი. ლი­ლუ­აშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე მაია ჭე­იშ­ვი­ლი (დ. 1982) და ორი შვი­ლი: ნი­კო­ლო­ზი (დ. 2008) და ლა­ზა­რე (დ. 2013). 2017 წელს ჟურ­ნალ თბი­ლი­სე­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლე იმ დროს გა­იც­ნო, როცა კერ­ძო სექ­ტორ­ში მუ­შა­ობ­და. მაია ჭე­იშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი: "მა­ი­კო რომ გა­ვი­ცა­ნი, ხში­რად მი­წევ­და აე­რო­პორ­ტით სარ­გებ­ლო­ბა. მა­ი­კო კი იქ მუ­შა­ობ­და, ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­ვამ­ჩნიე, როცა ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მგზავ­რე­ბის გა­სას­ვლე­ლით ვსარ­გებ­ლობ­დი. აღ­მო­ვა­ჩი­ნე გოგო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თვა­ლე­ბით მა­ცი­ლებ­და. პა­ტა­რე­ბი არ ვი­ყა­ვით და და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორი­ვემ გა­აზ­რე­ბუ­ლად მი­ვი­ღეთ". გააგრძელეთ კითხვა