"აღმოვაჩინე გოგო, რომელიც ძალიან ლამაზი თვალებით მაცილებდა" - რა არის ცნობილი გიორგი ლილუაშვილის ოჯახზე, კარიერასა და ქონებაზე
რამდენიმე დღის წინ სამთავრობო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. ერთ-ერთი, ვისაც ცვლილება შეეხო, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია, რომელიც აღნიშნულ პოსტს 6 წელი იკავებდა. თავდაპირველად პრემიერმა თქვა, რომ ლილუაშვილს რეგიონული განვითარების მინისტრად ნიშნავდა, თუმცა გუშინ აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება გადაიფიქრეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არსებობდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით“."გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ გქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილებამ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მინისტრად დაინიშნება კახაბერ გულედანი“,- განაცხადა პრემიერმა.
ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილი?
ლილუაშვილი დაიბადა 1977 წლის 1 სექტემბერს. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. 1999 წელს "Air Georgia"-ს ფინანსური მენეჯერი იყო. 1999–2001 წლებში იყო "ქართული ავიახაზები — აირზენას" მარკეტინგის მენეჯერი.
2003–2004 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის „RILO“-ში, დსთ-ის ქვეყნების საბაჟო სამსახურების მეთაურთა უმაღლეს საბჭოში.
2004–2008 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
2007–2008 წლებში – ასოციაცია „ATU“-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
2008–2013 წლებში იყო შპს „ქართუ მშენებელის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 2013–2014 წლებში იყო შპს „ბურჯის“ გენერალური დირექტორი.
2014–2016 წლებში შპს „Old City Development“-ის გენერალური დირექტორი.
2015–2016 წლებში „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2015–2016 წლებში ს/ს „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წელს იყო თბილისის მერის მოადგილე.
2016–2017 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანისა და ხონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 59,01% (18 270 ხმა) მიიღო.[2]
2017 წლის 22 დეკემბრიდან 2019 წლის 8 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი 2025 წლამდე სუს-ს უფროსი.
ლილუაშვილს ჰყავს მეუღლე მაია ჭეიშვილი (დ. 1982) და ორი შვილი: ნიკოლოზი (დ. 2008) და ლაზარე (დ. 2013).
2017 წელს ჟურნალ თბილისელებთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მეუღლე იმ დროს გაიცნო, როცა კერძო სექტორში მუშაობდა. მაია ჭეიშვილი პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია.
გრიგოლ ლილუაშვილი:
"მაიკო რომ გავიცანი, ხშირად მიწევდა აეროპორტით სარგებლობა. მაიკო კი იქ მუშაობდა, ჩემი მამიდაშვილის თანამშრომელი იყო. ერთ მშვენიერ დღეს შევამჩნიე, როცა ეგრეთ წოდებული განსაკუთრებული მგზავრების გასასვლელით ვსარგებლობდი. აღმოვაჩინე გოგო, რომელიც ძალიან ლამაზი თვალებით მაცილებდა. პატარები არ ვიყავით და დაოჯახების გადაწყვეტილება ორივემ გააზრებულად მივიღეთ". გააგრძელეთ კითხვა