"იმ დროს პატარა ასაკში გათხოვება პრობლემა არ იყო... დაქორწინების მომენტში სრულწლოვანი ვიყავი, თავი შეიკავეთ ბულინგისგან!" - რას ამბობს ირინა ფარადაშვილი სოცქსელში ატეხილ სკანდალზე
ილუზიონისტ გია ფარადაშვილისა და მისი მეუღლის, ირინას თანაცხოვრება 25 წელს ითვლის. მათ ერთმანეთი სცენაზე გაიცნეს, ამის შემდეგ საქმეშიც პარტნიორები გახდნენ. ირინა მეუღლეს სცენაზე ასისტენტობას უწევს. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ირინა ასაკით საკმაოდ პატარაა მეუღლეზე. სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს ირინამ და გიამ "პრაიმ შოუში", რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გია ფარადაშვილი:
"ჩვენ შორის 27 წელია სხვაობა, მაგრამ წლებს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, მე ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე… მე ჩემს წლებს არ ვუყურებ, 67 წლის ვხდები და ახლაც შემიძლია ავდგე და ვიფრინო… ჩემს წლებს მე არ ვუყურებ, პირიქით, სადაც არ ვარ, ყველას ვეუბნები, 39 წლის. მინდა, რომ გავუსწორდე ჩემს მეუღლეს წლებით.
ირინა ჩვენმა ახლობელმა გამაცნო. მე ქალების მოყვარული ვიყავი. მაშინ მჭირდებოდა, რომ მყოლოდა სცენაზე გვერდზე ვინმე, ვინც დამეხმარებოდა. შემდეგ შეგვიყვარდა ერთმანეთი. უკვე 25 წელია ცოლ-ქმარი ვართ.
ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მსახიობი ვიყავი 70-იან წლებში. სცენაზე რომ გამოვდიოდი, ყვავილების კონა მელაგა ხოლმე… 2003 წელს "მის მსოფლიო ფოტომოდელის“ კონკურსზე მეორე ადგილი აიღო. გვიყვარს ერთმანეთი ძალიან მაგრად. მე ფიცი ჩემს გულში დავდე… მოგულავე პიროვნება ვიყავი და ირა რომ მოვიყვანე ცოლად, ვთქვი, არავის შევხედავ, მორჩა-მეთქი. ყველაფერი წაიშალა ჩემს გულში". გააგრძელეთ კითხვა