"ვერ ვხედავ, როგორ თამაშობენ ჩემი ბიჭები, ვმკურნალობ, მაგრამ..." - რას ამბობს ლეგენდარული მუსიკოსი ჯანმრთელობის პრობლემებზე?
ელტონ ჯონმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გააზიარა - ლეგენდარულ მუსიკოსს თვალის მძიმე ინფექცია განუვითარდა, რის შედეგადაც მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, ხოლო მარცხენა თვალით ბუნდოვნად ხედავს.
"ვერ ვკითხულობ. ვერ ვხედავ, როგორ თამაშობენ ჩემი ბიჭები რაგბისა და ფეხბურთს... ეს მართლაც სტრესული პერიოდი იყო. ვმკურნალობ, მაგრამ ძალიან ნელი პროცესია და გარკვეული დრო დასჭირდება.
ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი. ამჟამად ცუდი მხედველობა მაქვს. იყო დღეები, როცა თავს უბედურად ვგრძნობდი, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენად იღბლიანი ვარ... გარდა ამისა დიდ პატივს ვცემ მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს. მშვენიერი ცხოვრება მაქვს და იმედია მხედველობა გაუმჯობესდება. ჯანმრთელობის პრობლემებს დავამარცხებ" - ამბობს ლეგენდარული მომღერალი. გააგრძელეთ კითხვა