ოპოზიციის დიდი ნაწილი თვითმმართ­ველობის არჩევნებში მონაწილეობაზე­ უარს ამბობს იმ მოტივით, თითქოს ეს "ოცნების"­ ლეგიტიმაცია იქნება­ და დანარჩენს აიძულებს, ახლავე ხელი მოუწერონ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ. პარალელურად "ოცნება" რეგულაციებს ამკაცრებს. რა შანსი რჩება საზოგადოებას ბრძოლისთვის, ამ საკითხებზე პოლიტ­იკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს­ ვესაუბრეთ. - ბოლო საკადრო გადაწყვეტილებები­ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერებას. აჭარაში პირველად ხდება, რომ პოლიციელი ინიშნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. სუს-ში ოხანაშვილი გაუშვეს და მისი პირველი განცხადებები ძალიან საინტერესო იყო - საგარეო ფაქტორებზე კი არ გააკეთა აქცენტი, "შიდა მტრებზე" ისაუბრა და თქვა, რომ მათ ბოლომდე შეებრძოლება. ეს ნიშნავს, რომ კობახიძის ხაზი მაქსიმალურად ძლიერდება და ამას პარტიული წმენდაც მოჰყვება. შეეცდებიან, ვინც 2012 წლიდან შემორჩა პარტიაში, ჩაანაცვლონ კობახიძის ერთგული ხალხით. ლილუაშვილს უარი უთხრეს ახალშექმნილი რეგიონული სამინისტროს ხელმძღვანელობაზე და ამის ერთ-ერთ მიზეზად­ კობახიძეს შეიძლება ის ჰქონდეს, რომ თავის­ დროზე ლილუაშვილი წინააღმდეგი იყო თვითმმარ­თველი ქალა­ქების გაუქმების, ოღონდ ამას საჯაროდ არ ამბობდა. მაშინ კობახიძესა და კვირიკაშვილს დასჭირდათ ისეთი სუფრის გაკეთება, სადაც "ოცნების" დეპუტაციიდან სწორედ იმ ხალხს დაუძახეს, ვინც არ ემხრობოდა ამ გადაწყვეტილებას, და აუხსნეს, რომ მათი პირადი ღირსების საკითხი იყო, მიეღწიათ თვითმმართველი ქალაქების­ გაუქმებისთვის­... ახლა "აბაროტი" აუღეს იმ ხალხს, ვინც მაშინ მათ პოზიციას­ არ დაეთანხმა.­ პრინციპში, კობახიძემ­ თქვა კიდეც, რომ მათი პოზიციები არ ემთხვეოდა­ არა მხოლოდ მოადგილეების საკითხში, უშუალოდ თვითმმართველობის პოლიტიკაშიც. ასე რომ, კობახიძეს აქვს სრული კარტ-ბლანში და ამაზე, ადრე თუ გვიან, მოუწევს­ ივანიშვილთან პასუხისგება. საერთოდ, ეს ივანიშვილის სტილია - რაღაც ეტაპზე აძლევს სრულ კარტ-ბლანშს და მერე მოსთხოვს. კობახიძე და მისი გუნდი, რომლებიც პოლიტიკაში არსაიდან მოვიდნენ, ივანიშვილმა არ აიყვანა სოციალურ კიბეზე და დანიშნა უმაღლეს თანამდებობებზე. მანამდე უბრალო კლერკები იყვნენ სხვადასხვა­ ორგანიზაციაში. მათ არ გააჩნდათ ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა საჯარო პოლიტიკისთვის, ამიტომაც ეს ხალხი ბოლომდე იბრძოლებს. ისინი რადიკალურად შეზღუდავენ დემოკრატიას, რადგან დემოკრატიის პირობებში თანამდებობების შენარჩუნებას ის თვისებები სჭირდება, რომელიც მათ არ გააჩნიათ. მათ არა აქვთ აქვთ მხარდაჭერა და შეეცდებიან რეპრესიული მანქანის გამოყენებით შეინარჩუნონ თავიანთი მდგომარეობა. - გაუგებარია ლილუაშვილის ერთ დღეს ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად დასახელება და მეორე დღეს უარი. - რაც არ უნდა სუსტი იყოს ოპოზიცია, ხელისუფლებასაც არა აქვს მაინცდამაინც კარგად­ საქმე სანქციების გამო და ასეთ ვითარებაში რეგიონული სამინისტრო მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მას დაევალება რეგიონების გაკონტროლება. კობახიძე ეცდება, ხელმძღვანელად ისეთი ფიგურა­ გაუშვას, რომელიც მისი ბრძანების უსიტყვო შემსრულებელი იქნება. ლილუაშვილს კი, როგორც ჩანს, დიდად არ ენდობოდა. ლილუაშვილი პოლიტიკაში მას არ მოუყვანია, თან სუს-ის წარსულიდან გამომდინარე, ლილუაშვილი დიდი ინფორმაციის მატარებელიც არის. შესაძლოა კობახიძემ ისიც იფიქრა, რომ თუკი სუს-ის შემდეგ ის რეგიონებსაც მიხედავდა, შესაძლოა მისი კონკურენტიც ყოფილიყო პრემიერის პოსტზე. ამიტომ მოიშორა. "ოცნებას" სურს შექმნას ალყაშემორტყმული ციხის ეფექტი, სადაც შიგნით თუ ვინმე ხმას იღებს, მაშინვე მოღალატის სტატუსი ენიჭება... ახლა ვისაც ანაცვლებენ, შემორჩენილი არიან 2012 წლიდან. ეს ის ხალხია, ვინც ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, ასეთი ხალხი კი პოტენციურად საშიშია კობახიძისა და ოხანაშვილისთვის. ამიტომ საკადრო წმენდა უპირველესად შეეხება იმ პირებს, ვინც "ოცნებაში" 2012 წლიდან იყვნენ. ისინი კობახიძეზე ადრე არიან პარტიაში მისული და დიდად პატივს არ სცემენ კობახიძეს. მათთვის­ ლიდერი­ უფრო კალაძე და ღარიბაშვილია. ამიტომ სჭირდება კობახიძეს სუს-ში ოხანაშვილი, ამიტომ აღარ დანიშნავენ რეგიონულ სამინისტროში ლილუაშვილს და დანიშნავს გულედანს, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს თვითმმართველობაზე და მხოლოდ უსიტყვო შემსრულებელია. კობახიძე შეეცდება გაიმაგროს პოზიციები პარტიაში,­ რათა არავის მოუვიდეს აზრად მისი შეცვლა. დღეს "ოცნებას" ეშინია არჩევნების. ეს ჩანს ახალი­ გადაწყვეტილებითაც - დამკვირვებლებს­ აეკ­რძალათ ამომრჩევლის პირადობის მოწ­მობის­ შემოწმება... ოპოზიციამ მთელი პროპაგანდა ააგო იმაზე, არჩევნები გაყალბების გამო წავაგეთო, და ამით შეეცადა თავიდან აეცილებინა იმ შეცდომებზე პასუხისმგებლობა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში დაუშვეს. ახლა კი სურთ არჩევნებზე­ ნიჰილიზმი გააღვივონ, მაინც გააყალბებენ და ამიტომ აზრი არა აქვს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასო.­ არადა­ ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები და რას ვაკეთებთ?­ თურმე ივანიშვილთან შეკრულები ყოფილან ისინი­, ვინც ფიქრობს, რომ "ოცნებას"­ წავართვათ თბილისი, მივაყენოთ პოლიტიკური დარტყმა, რაც მისთვის იქნება პირველი, რადგან ივანიშვილს 2012 წლიდან არც ერთი არჩევნები არ წაუგია. ოპოზიციას ახლა აქვს ამის შანსი­. ბოლო საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ ცუდად ჩაატარა, ამას რომ ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნები­ არ გაყალბდა, მაგრამ სწორედ ოპოზიციის შეცდომებმა განაპირობა ის, რომ გაყალბება ეფექტიანი აღმოჩნდა. ამიტომ თბილისის მოგება იქნება პირველი გამარჯვება. ნუ დაგვავიწყდება, რომ თბილისის მერი დღეს ჩვენი მმართველობის სისტემაში ყველაზე მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე ფიგურაა, რომელსაც ირჩევს საქართველოს ამომრჩეველთა ლამის 1/3 და განსხვავებით პრემიერ-მინისტრისგან, მას 76 კაცი ვერ გადააყენებს. ასე არჩეული ოპოზიციური თბილისის მერის ქვეყნის გარეთ საუბარი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ოპოზიციის ნებისმიერი ლიდერის თუ პარტიის თავმჯდომარის, რომელიც არც ერთ არჩევნებში აღარ იღებს მონაწილეობას და არც ერთ ორგანოში არ იქნება წარმოდგენილი. თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა "ოცნების" ლეგიტიმაციააო, სისულელეა, რადგან თვითმმართველობის არჩევნები როდის ჩატარდება,­ განსაზღვრავს კონსტიტუცია და ეს არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში მაინც ჩატარდებოდა. პირიქით, შეიძლება "ოცნების" ლეგიტიმაცია მოჰყვეს, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას და "ოცნება" მართლა გაყალბების გარეშე გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით. მერე ქვეყნის გარეთ ექნება სათქმელი, რომ ოპოზიციამ მონაწილეობა ვერ გაბედა, იმიტომ, რომ წაგების შეეშინდა. - საარჩევნო ცვლილებები, იძლევა საშუალებას, რომ ოპოზიციამ "ოცნებას" არჩევნები მოუგოს? - ხელისუფლება გამარჯვებაში დარწმუნებული რომ იყოს, ამ ნაბიჯებს არ გადადგამდა. მას ეშინია განსაკუთრებით თბილისსა და დიდ ქალაქებში. პარლამენტის­ იმ არჩევნებშიც, რომელიც გააყალბა, დიდი ქალაქები წააგო. იცის, რომ საქმე ვერ აქვს კარგად და იმის თქმა, "ოცნებას" ოპოზიციის არჩევნებში შეტყუება უნდაო, სასაცილოა. შეტყუება როგორ უნდა, როცა პარტიების აკრძალვას აპირებს იმის შიშით, რომ ვინმემ ხმა არ წაართვას. და რისიც ეშინია, იმას რატომ არ ვაკეთებთ, და რისიც არ ეშინია, ამისკენ რატომ მივისწრაფვით? მე მეშინია, რომ მოხდება ყველაზე ცუდი - ოპოზიციის ნაწილი წავა ბოიკოტზე, მეორე ნაწილი მიიღებს მონაწილეობას და ზუსტად იმ ნაწილის წყალობით, რომელიც ბოიკოტზე წავა, ოპოზიცია­ ვერ შეძლებს მოგებას - ანუ ამომრჩევლის ერთი ნაწილი დაუჯერებს იმას, ვინც ბოიკოტზე წავა, არ მიიღებს მონაწილეობას და ისევ 2010 წლის მდგომარეობა გამეორდება, როდესაც თბილისში "ნაცმოძრაობას" თბილისი მხარს არ უჭერდა, მაგრამ მაინც შეძლო მცირე უპირატესობით მოგება,­ რადგან ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტზე იყო წასული და ამომრჩევლის ნაწილიც მათ იდეებს იზიარებდა. დაფიქრება ნამდვილად ღირს "ოცნებისთვის" თბილისის მერის წართმევაზე და ეს იქნება ივანიშვილისთვის უდიდესი მარცხი. რუსა მაჩაიძე