ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც 4 თვის ჩვი­ლის გვერ­დით მძი­ნა­რე ცოლს დანა 19-ჯერ ჩა­არ­ტყა და მოკ­ლა, 14 თვი­ა­ნი დუ­მი­ლი და­არ­ღვია. უმ­ძი­მე­სი შემ­თხვე­ვა 2024 წლის 9 იან­ვარს მოხ­და. გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა მძი­ნა­რე ცოლი მოკ­ლა, შემ­დეგ კი თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა. ქეთი ედი­ბე­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მას 20 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლას და სა­მუ­და­მოს მის­ჯას ითხოვს. საქ­მე უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში ინაც­ვლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ითხოვს, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას­თან ერ­თად, მკვლე­ლი გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის ჩა­დე­ნის ნა­წილ­შიც დამ­ნა­შა­ვედ ცნონ. 34 წლის კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა დუ­მი­ლი და­არ­ღვია. კად­რებს სხდო­მი­დან “კუ­რი­ე­რი • P.S“ ავ­რცე­ლებს. “და­ნა­შა­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბის ფონ­ზე ჩა­ვი­დი­ნე. სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და გა­გა­მარ­თლა. სა­მარ­თლი­ა­ნად მო­მი­სა­ჯა 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა,“ - გა­ნა­ცხა­და მან, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ მკვლე­ლო­ბა გენ­დე­რის ნიშ­ნით არ ჩა­უ­დე­ნია. გააგრძელეთ კითხვა წაიკითხეთ ასევე: "ჩემს მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემს შვილს წავართვი დედის სიყვარულის უფლება" - რა თქვა სასამართლოზე გიორგი კავლელაშვილმა, რომელსაც ცოლის მკვლელობისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა “ყველაფერი სასმელის ბრალია, კაცი რომ ღამეში ერთ ლიტრა არაყს დალევს...“- ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახის წევრი პირველ კომენტარს აკეთებს