"სასამართლომ სამართლიანად მომისაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა..." - რას ამბობს კაცი, რომელმაც 4 თვის ჩვილის გვერდით მძინარე ცოლი, დანის 19-ჯერ ჩარტყმით მოკლა
ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა, რომელმაც 4 თვის ჩვილის გვერდით მძინარე ცოლს დანა 19-ჯერ ჩაარტყა და მოკლა, 14 თვიანი დუმილი დაარღვია.
უმძიმესი შემთხვევა 2024 წლის 9 იანვარს მოხდა. გიორგი კავლელაშვილმა მძინარე ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. ქეთი ედიბერიძე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი კავლელაშვილი დააკავეს. მას 20 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და სამუდამოს მისჯას ითხოვს.
საქმე უზენაეს სასამართლოში ინაცვლებს. პროკურატურა ითხოვს, უვადო პატიმრობასთან ერთად, მკვლელი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის ჩადენის ნაწილშიც დამნაშავედ ცნონ.
34 წლის კავლელაშვილმა დუმილი დაარღვია. კადრებს სხდომიდან “კურიერი • P.S“ ავრცელებს.
“დანაშაული ფსიქიკური და ემოციური აშლილობის ფონზე ჩავიდინე. სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და გაგამართლა. სამართლიანად მომისაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა,“ - განაცხადა მან, თუმცა აღნიშნა, რომ მკვლელობა გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია. გააგრძელეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: