წვიმა, ქარი და შტორმი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 11 აპრილამდე - კვირის პალიტრა

წვიმა, ქარი და შტორმი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 11 აპრილამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი.

მათივე ცნობით, ასევე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"