"დოკუმენტების მიხედვით, თამაზაშვილების ოჯახს ავტომობილი არ ჰყავთ" - რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი - კვირის პალიტრა

"დოკუმენტების მიხედვით, თამაზაშვილების ოჯახს ავტომობილი არ ჰყავთ" - რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცა. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე კერძო უყარეს და მხარი დაუჭირს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის დანიშვნას.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ქონებით იკავებს სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს:

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა. 2024 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ 5 ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში, სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არის სულხან თამაზაშვილიც.

გასული წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს შსს-ში დაკავებული პოზიციისთვის თამაზაშვილმა ხელფასის სახით 98 892 ლარი აიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში თამაზაშვილს სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 1101 ლარი.

ამასთანავე, დოკუმენტების მიხედვით, თამაზაშვილების ოჯახს ავტომობილი არ ჰყავთ.

რაც შეეხება უძრავ/მოძრავ ქონებას, თამაზაშვილის ოჯახი ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ქობულეთში, აგარაკს კი წავკისში. ამასთანავე, სულხან თამაზაშვილმა 2011 წელს 50 000 ლარად თბილისში შეიძინა ბინა. გააგრძელეთ კითხვა