"ბოლო დროს ბავშვებში ძალიან გავრცელდა ეს სახიფათო თამაში" - ფსიქოლოგი მშობლებს აფრთხილებს
ფსიქოლოგი ნათია მალანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მშობლებს ახალი სახიფათო თამაშის შესახებ აფრთხილებს:
"მეგობრებო, ბოლო დროს ბავშვებში ძალიან გავრცელდა თამაში "წითელი კარი, ყვითელი კარი" (თამაშის დეტალებს სპეციალურად არ დავწერ რიგი მიზეზების გამო). აღნიშნული თამაში უმეტეს შემთხვევაში იწვევს ან/და ამწვავებს ბავშვების ემოციურ ფონს, უსიამოვნო აზრთა ნაკადს, აძლიერებს შიშებს, აქვთ ძილთან დაკავშირებული სირთულეები.
მნიშვნელოვანია, მშობლებმა ყურადღება მიაქციონ რა კონტენტს უყურებენ ბავშვები, განსაკუთრებით "ტიკ-ტოკში". სკოლებმა მეტად გამოიკვლიონ ინფორმაცია, რაც მათ კედლებში ხდება. სპეციალისტებმა სწორად და დროულად მიაკვლიონ პრობლემის არსს და შესაბამისად დაგეგმონ ჩარევის სტრატეგიები" - წერს ფსიქოლოგი ნათია მალანია.