რას წერენ ნეაპოლელები ხვიჩა კვარაცხელიაზე? - კვირის პალიტრა

რას წერენ ნეაპოლელები ხვიჩა კვარაცხელიაზე?

საფ­რან­გე­თის ლიგა 1-ის 28-ე ტუ­რის შეხ­ვედ­რა­ში "პსჟ"-მ "ანჟე" 1:0 და­ა­მარ­ცხა და ჩემ­პი­ო­ნო­ბა 6 ტუ­რით ადრე გა­ი­ფორ­მა. პა­რი­ზუ­ლი გუნ­დის ერ­თა­დერ­თი გოლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­და­ცე­მის შემ­დეგ გა­ვი­და, რო­მე­ლიც დე­ზი­რე დუემ და­აგ­ვირ­გვი­ნა.

ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი Sofascore-მა ტუ­რის სიმ­ბო­ლურ გუნდში შე­იყ­ვა­ნა, სა­დაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა აქვს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია "ნა­პო­ლის" რი­გებ­ში იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნო­ბის შემ­დეგ, უკვე მე­ო­რე ქვეყ­ნის - საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.

"კვა­რას" ჩემ­პი­ო­ნო­ბას ნე­ა­პოლ­შიც ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან.

Areanapoli წერს, რომ "სკუ­დე­ტოს" მო­გე­ბა სულ სხვა რამ იყო...

"კვა­რამ“ საფ­რან­გეთ­ში სკუ­დე­ტო მო­ი­გო და მიხ­ვდა, არა­ვი­თა­რი შე­და­რე­ბა არ არის იმ წარ­მა­ტე­ბას­თან, რა­საც იტა­ლი­ა­ში ორი წლის წინ სპა­ლე­ტის გუნდში მი­აღ­წია. "პარი სენ ჟერ­მენ­მა“ კა­ტა­რუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით ექ­ვსი ტუ­რით ადრე გა­ი­ნაღ­და პირ­ვე­ლო­ბა. ხვი­ჩა პა­რი­ზულ­მა კლუბ­მა 70 მი­ლი­ონ ევ­როდ შე­ი­ძი­ნა, ამის მიღ­წე­ვას რამ­დე­ნი­მე თვე ცდი­ლობ­და და ნე­ა­პო­ლე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი და­ტო­ვა. კონ­ტე მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ამა­ოდ ცდი­ლობ­და“. წაიკითხეთ ვრცლად