"კარი რომ გატეხეს, ქალი იატაკზე ნახეს..." - რა ხდება ცნობილი ბოლნისში მომხდარ მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"კარი რომ გატეხეს, ქალი იატაკზე ნახეს..." - რა ხდება ცნობილი ბოლნისში მომხდარ მკვლელობაზე?

ფო­ტოს და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან MarneuliNews.geავ­რცე­ლებს6 აპ­რილს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მამ­ხუ­ტში მე­ზო­ბელ­მა 71 წლის ქა­ლის ცხე­და­რი სა­კუ­თარ სახ­ლში იპო­ვა. მისი თქმით, ქალ­ბა­ტო­ნი სახ­ლში მარ­ტო ცხოვ­რობ­და. რო­გორც სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მას მერე, რაც სახ­ლში სის­ხლის კვა­ლი ნა­ხეს, გან­გა­ში ატე­ხეს და 112-ში და­რე­კეს.

"მე­ზო­ბე­ლი მო­ვი­და რა­ღა­ცის სა­თხოვ­ნე­ლად, ეძახ­და, მაგ­რამ არ გა­ა­გო­ნა, მერე ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კა, არც ტე­ლე­ფონ­ზე უპა­სუ­ხა, ამის მერე უკვე შვილს და­უ­რე­კეს, რო­მელ­საც უთ­ქვამს კარი გა­ე­ტე­ხა­თო... იმ მე­ზო­ბელ­მა სხვებ­საც და­უ­ძა­ხა და რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი ერ­თად მი­ვი­და, კარი რომ გა­ტე­ხეს, ქალი კა­რა­დას­თან, ია­ტაკ­ზე, სულ სის­ხლი­ა­ნი ნა­ხეს . ამის მერე და­რე­კეს პო­ლი­ცი­ა­ში. ვფიქ­რობთ, რომ დამ­ნა­შა­ვე სა­ყა­ჩა­ღოდ შე­ვი­და. რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ქალს შინ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა ჰქონ­და. არ ვი­ცით, მკვლელ­მა წა­ი­ღო თუ არა ეს ფული. შინ რე­მონ­ტი ჰქონ­და, ხე­ლო­სა­ნი ჰყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, არ ვი­ცით, იმ დღეს იყო თუ არა მი­სუ­ლი .ალ­ბათ ყვე­ლა და­ი­კი­თხე­ბა. ჯერ არ ვი­ცით მკვლე­ლი ვინ არის. ის მკაც­რად უნდა და­ი­სა­ჯოს", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

მისი თქმით, სას­წრა­ფო და პო­ლი­ცია მა­ლე­ვე მი­ვი­და, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ძა­ლოვ­ნებს უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდათ, და­დას­ტურ­და, რომ ქალი მოკ­ლუ­ლი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას და­ნით აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ამ დრომ­დე ატა­რე­ბენ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­მო­ღო­ბი­ლია ყვი­თე­ლი ლენ­ტით. წაიკითხეთ ვრცლად