"ქალს, რომელსაც საქართველოში მელანომისა და სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზები დაუსვეს, საფრანგეთში არცერთი არ დაუდასტურდა" - რას წერს პარიზის კლინიკაში მომუშავე ქართველი - კვირის პალიტრა

"ქალს, რომელსაც საქართველოში მელანომისა და სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზები დაუსვეს, საფრანგეთში არცერთი არ დაუდასტურდა" - რას წერს პარიზის კლინიკაში მომუშავე ქართველი

ქარ­თველ ქალს რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­თხე სტა­დი­ის მე­ლა­ნო­მი­სა და სწო­რი ნაწ­ლა­ვის მე­სა­მე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზე­ბი და­უს­ვეს, საფ­რან­გეთ­ში არც ერთი არ და­უ­დას­ტურ­და და პო­ლიპ­ზე უმ­კურ­ნა­ლეს.

ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლე­ლუ­კა ლაშ­ხი წერს, რო­მე­ლიც პა­რი­ზის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მე­რი­ის სა­მე­დი­ცი­ნო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სექ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობს.

"ისე­თი ამ­ბა­ვია, ერ­თდრო­უ­ლად რომ გა­გაბ­რა­ზებს და გა­გამ­წა­რებს. ჩემი სამი კლი­ნი­კი­დან ერთ-ერ­თში ე.წ. სეფ­სის სექ­ტო­რია გან­თავ­სე­ბუ­ლი. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ და­მი­რე­კა მდი­ვან­მა, მა­დამ გა­ლე­რის თქვე­ნი ნახ­ვა უნ­დაო. არ ვი­ცო­დი ვინ იყო ეს ქალი და კად­რებ­ში მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია. სეფ­სის-ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ყო­ფი­ლა. რომ ავე­დი მისი ასის­ტენ­ტი დამ­ხვდა. თვი­თონ ოპე­რა­ცი­ა­ზე. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლი ქალი ჰყო­ლი­ათ, ვერ­ცერთ სხვა ენა­ზე ვერ ლა­პა­რა­კობს და გუ­გლით ვე­რა­ფერს გვა­გე­ბი­ნებს, თუ შეძ­ლებ დაგ­ვეხ­მა­რეო. არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ.

ახლა მოკ­ლედ დავ­წერ და გავ­რცო­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ უბ­რა­ლოდ. ეს ქალი ორი დი­აგ­ნო­ზი­თაა. მთხო­ვა სა­ხე­ლი და გვა­რი არ­სად მი­ვუ­თი­თო ჯერ­ჯე­რო­ბით, მაგ­რამ ამ ამ­ბავს ასე არ და­ვა­ტო­ვე­ბი­ნებ! მე­ო­თხე სტა­დი­ის მე­ლა­ნო­მა და სწო­რი ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნე მე­სა­მე სტა­დია. მე­ლა­ნო­მა­ზე მკურ­ნა­ლობ­და ორი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში და თურ­ქეთ­ში. ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნე 7 თვის წინ და­უდ­გი­ნეს და ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ნა­თე­სა­ვის ქმარ­მა უთხრა, მე დაგ­ხვდე­ბი პა­რიზ­შიო. ის ბე­დოვ­ლა­თი და­უ­ჭე­რი­ათ იმ დი­ლას, ეს ქალი რომ ჩა­მო­დი­ო­და სა­ღა­მოს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია არ­ცერ­თი არ და­უ­დას­ტურ­და და ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის პო­ლი­პე­ბის გამო, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი­აო ექიმ­მა. სა­ვა­რა­უ­დოდ პო­ლი­პი იყო სწორ ნაწ­ლავ­ზე­ცო. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ლა­ნო­მას, პა­ცი­ენტს ჰქო­ნია თან­და­ყო­ლი­ლი ხალი ბარ­ძა­ყის არე­ში, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, პლაჟ­ზე და­ი­ზი­ა­ნა და ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრში "უმ­კურ­ნა­ლეს". ერთ-ერთ დიდ და სა­ხელ­გან­თქმულ კლი­ნი­კა­ში ავ­თვი­სე­ბი­ან მე­ლა­ნო­მად შე­რა­ცხეს, სახლ-კარი გა­ა­ყი­დი­ნეს და პრე­ვენ­ცი­ას შე­უდ­გნენ ხან იქ და ხან თურ­ქეთ­ში, მათ მიერ რე­კო­მენ­დე­ბულ ექი­მებ­თან. გააგრძელეთ კითხვა