სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის გამოფენას მასპინძლობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისის“ საგამოფენოსივრცეში ზურა აფხაზის რეტროსპექტული გამოფენაა წარმოდგენილი. „ციური სხეულები“ ასე ქვია ექსპოზიციას, რომელიც შავისა და თეთრის უსასრულო კომბინაციებისგან შედგება.
სხვადასხვა დროს შესრულებული თემები დაცალკეული სერიები ერთი პოეტური მოტივი თერთიანდება, - დედამიწა მხოლოდ ნაწილია იმცნებისა, რასაც ჩვენი სახლი ჰქვია. არტისტისშექმნილი შავ-თეთრი სერია, რომელიც კოსმოსსა დასამყაროს წესრიგს გამოხატავს, ისეთივე იდუმალია, როგორც თავად კოსმოსი.
მედიტაციური შრომით დამუშავებული პიგმენტებისსტრუქტურა კი განსაკუთრებული ენერგიით ავსებსახალსა და შთამბეჭდავ ფორმებს.
„ზურა აფხაზი ნამდვილად გამორჩეული მხატვარიათანამედროვე ქართული ხელოვნების სცენაზე. ქმნისექსპრესიულ მხატვრობას, დიდ მასშტაბურტილოებზე. აღსანიშნავია, რომ მუშაობს პიგმენტზედა განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვსმასალების მიმართ. შავ თეთრის ვერსიას აკეთებსუსასრულო მრავალფეროვნებით, ეს არასდროს არარის გამეორება. ეს არის აბსტრაქტულილანდშაფტები, რომელიც დაკავშირებულიაკოსმოსის და არქაული სამყაროს თემასთან.“ - ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნე.
ზურა აფხაზი (აფხაზაშვილი)1968 წელს გორშიდაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფოსამხატვრო აკადემია, რის შემდეგაც უფლისციხეშიხატვის მასწავლებლად მუშაობდა. ხელოვანისშემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინაგერმანული ექსპრესიონიზმისათვისდამახასიათებელმა ბრუტალურობამ, დიდმაფორმატებმა და აქცენტებმა ტექსტურაზე, რაცორიგინალურად არის ასახული მის ნამუშევრებში. არტისტის სტუდია უფლისციხის არქაულიმონუმენტურობისა და შთამბეჭდავი პეიზაჟებისგარემოცვაშია, სწორედ ეს მოტივები ქმნის ზურააფხაზის ენას.
"ჩემი შემოქმედების ინსპირაცია ჩემი დაბადებისადგილიდან მოდის. ის ლანდშაფტი, ის ენერგეტიკაძალიან ძვირფასია ჩემთვის და შემოქმედებაშიგამოიხატება. ადრე ფერმწერი ვიყავი, მაგრამ ერთდღეს მივხვდი, რომ შავ-თეთრში ბევრად უფროსაინტერესო რაღაცების გაკეთება შეიძლებოდა. მევმუშაობ შავი და თეთრი პიგმენტით, რომელსაც მეთვითონ ვამზადებ". - ზურა აფხაზი, მხატვარი.
“ამ საგამოფენო სივრცისთვის სხვადასხვა დროსშექმნილი ნამუშევრები შევარჩიეთ, რადგანგვინდოდა რომ მათ, ვინც ზურას შემოქმედებას არიცნობს საერთო შთაბეჭდილება შეჰქმნოდათ 90 იანიწლების ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელზე. 2012 წლიდან დედიკას გალერეა ექსკლუზიურადწარმოადგენს ზურა აფხაზის ნამუშევრებს. დღესზურას უკვე ყველა იცნობს და მიხარია, რომ სილქჰოსფითალითის შემოთავაზების შედეგად ამსივრცეშია წარმოდგენილი მისი ნამუშევრები. “ - დედიკა ბულია, Dédicace's Gallery-ს დამფუძნებელი.
„სილქ ჰოსფითალითის და სილქნეტის მხარდაჭერითმორიგი გამოფენა რადისონ ბლუ ივერიას პირველ დამეორე სართულზე გაიხსნა. ზურა აფხაზი თანამედროვე ხელოვანია, რომელიც ევროპაშიმოღვაწეობდა და ახლა ის საქართველოში ერთ-ერთიმნიშვნელოვანი შემოქმედია. ექსპოზიციარადისონის საგამოფენო სივრცეებში სამი თვედარჩება.“ - მარიამ კაკაბაძე, სილქ ჰოსფითალითისარტ კურატორი.
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისის“ საგამოფენოსივრცეებში ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენა „Dédicace's Gallery“ „სილქ ჰოსფითალითის“ და„სილქნეტის“ მხარდაჭერით არის წარმოდგენილი.
ექსპოზიცია სასტუმროს სივრცეში ივნისის ბოლომდე დარჩება.
(R)