"ჩემი მდგომარეობა დამძიმდა იმიტომ, რომ არასწორად მოვიხმარდი ფსიქოტროპულ წამლებს..." - რას ჰყვება გიორგი კეკელიძე - კვირის პალიტრა

"ჩემი მდგომარეობა დამძიმდა იმიტომ, რომ არასწორად მოვიხმარდი ფსიქოტროპულ წამლებს..." - რას ჰყვება გიორგი კეკელიძე

"სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვიუ“ - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ახა­ლი გა­და­ცე­მაა, რო­მე­ლიც ambebi.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ, შე­კი­თხვა და­უს­ვათ თქვენ­თვის სა­სურ­ველ და სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ რეს­პონ­დენტს (ცნო­ბილ თუ უც­ნობ ადა­მი­ანს). შე­კი­თხვის დას­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია ambebi.ge-ს კო­მენ­ტა­რე­ბის ველ­ში ან "ფე­სი­ბუქგ­ვერ­დზე“.

ამ­ჯე­რად თქვენს დას­მულ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა მწე­რალ­მა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ გთა­ვა­ზობთ გა­და­ცე­მი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს.

- ცნო­ბი­ლია, რომ მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მებს სე­რი­ო­ზუ­ლად ებ­რძო­დით, ახლა რო­გორ გრძნობთ თავს და იქ­ნებ გაგ­ვი­ზი­ა­როთ თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა?

- საქ­მე ისაა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ვცდი­ლობ, უამ­რავ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ჩემი პა­თო­სი უკი­დუ­რე­სად ოპ­ტი­მის­ტუ­რია, გარ­კვე­ულ­წი­ლად დღე­საც ვებ­რძვი ამ პრობ­ლე­მებს. იმი­ტომ, რომ ეს ამ­ბე­ბი, რაც ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რად, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სტრე­სე­ბის მე­რეც იყოს გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი, არას­დროს მთავ­რდე­ბა.... ამა­ში ვგუ­ლის­ხმობ მსუ­ბუქ ან სრუ­ლი­ად შე­უმ­ჩნე­ველ ფა­ზას, რო­მე­ლიც მა­ინც არ­სე­ბობს, მა­ინც გახ­სოვს, რომ შენი მენ­ტა­ლო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად მიდ­რე­კი­ლია აკ­ვი­ა­ტე­ბე­ბის­კენ. მთა­ვა­რი აქ ის არის, რომ კლი­ნი­კუ­რად რთუ­ლი ფაზა ჩა­ვა­ცხროთ. ეს რთუ­ლი ფაზა წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვი­ა­რე. სრუ­ლი­ად ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ამ­ბა­ვი იყო, შეძ­ლე­ბა უა­რე­სიც, კაც­მა არ იცის, ჯო­ჯო­ხე­თი რო­გო­რია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ ტან­ჯვას ნამ­დვი­ლად ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი, მით უმე­ტეს, რომ გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან. გააგრძელეთ კითხვა