"გიორგი ჩაკვეტაძეს ფეხის თითზე პრობლემა აქვს და..." - რა თქვა პრესკონფერენციაზე "უოტფორდის" მწვრთნელმა?
გუშინ "უოტფორდის" მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ "ჰალთან" მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ფეხის თითზე პრობლემა აქვს და მის მდგომარეობას დღეს გამოკვლევის შედეგად შეაფასებდნენ.
Geo Team-ის ცნობით, ჩაკვეტაძეს 6-8 კვირა გაუცდება და ამ სეზონში ვერ ითამაშებს.
გიორგის ფეხის ტრავმის შესახებ კლევერლიმ ადრეც ისაუბრა და ქართველი 5 აპრილს "ბრისტოლთან" მე-60 წუთზე შეუშვა შეცვლაზე.