"ზღაპრები იმის შესახებ, რომ შევარდნაძე 8-ში ჩამოფრინდა აქ რაღაც უჩინმაჩინის ქუდით და მერე ოპერაცია ჩაატარა, თუ გაიპარა, ეს უბრალოდ ზღაპარია" - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე 9 აპრილის ტრაგედიაზე? - ვიდეო
"ზღაპრები იმის შესახებ, რომ შევარდნაძე 8-ში ჩამოფრინდა აქ რაღაც უჩინმაჩინის ქუდით და მერე ოპერაცია ჩაატარა, თუ გაიპარა, ეს უბრალოდ ზღაპარია" - ამბობს ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს იხსენებს და იმ დროს სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანთან, მიხეილ გორბაჩოვთან ერთად საერთაშორისო ვიზიტებზე იმყოფებოდა ცივი ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
თუ რა ხდებოდა საქართველოში, იხსენებენ: ირაკლი მენაღარიშვილი, ნუგზარ ფოფხაძე, ირაკლი მაჭავარიანი და თავად ედუარდ შევარდნაძე.ვიდეო, რომელსაც ვაზიარებთ, არის ფრაგმენტი მრავალსერიიანი დოკუმენტური ფილმიდან „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე", რომელიც ეფუძნება უნიკალურ საარქივო მასალებს, თანამედროვე პოლიტიკური ფიგურების, ოჯახის წევრების, თუ იმდროინდელი მოვლენების უშუალო მოწმეების მოგონებებს.
ფილმი სრულად შეგიძლიათ ნახოთ The Eduard Shevardnadze Center YouTube არხზე: