"საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა" - საქართველოში საფრანგეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა" - საქართველოში საფრანგეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ერთიანობის დღის წინა საღამოს, საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საფრანგეთის საელჩო „ფეისბუქზე“ ავრცელებს.