მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან  ტიტები და სანთლები მიიტანეს - კვირის პალიტრა

მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან  ტიტები და სანთლები მიიტანეს

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მიტანილი აქვთ ტიტები და სანთლები.

ცოტა ხნის წინ ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე მივიდნენ „მედიის სოლიდარობის“ მარშის მონაწილეები. მათ 9 აპრილის მემორიალთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ამასთან, მათ 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპული მოქალაქეების სახელი და გვარები გააჟღერეს.

“დიდება გმირებს!”, - აღნიშნავდნენ მოქალაქეები.

"ინტერპრესნიუსი"