ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ნახე, ვანო, ეგერ პუტინი, დადეეეეეეეეეეეეექ!!!

- კი მაგრამ, ეგ პუტინი ანტენაა?!

წყურვილისაგან გათანგული გურული მიხოხავს უდაბნოში. ამ დროს წინ ჯინი გადაუდგება ბოთლით ხელში:

- წყალი გინდა? - ეკითხება ჯინი.

- ცივია თუ?..

გურულმა, როგორც იქნა, დაარწმუნა სამხედრო კომისარიატის ექიმი, რომ მხედველობა არ უვარგოდა და იმ საღამოსვე კინოში წავიდა ახალი ამერიკული ფილმის სანახავად. ფილმი დაიწყო და ჰოი, საოცრებავ, ეს ექიმი გვერდით არ უზის! გურული არ დაბნეულა, მიუბრუნდა ექიმს და ეკითხება:

- უკაცრავად, ბატონო, აი ავტობუსი ჩოხატაურში ხომ გეიარს?

გურული რეკავს 09-ში:

- რამდენ ხანს ანდომებს მატარებელი თბილისიდან ოზურგეთში ჩასვლას?

- ერთი წამი...

- უი, გმადლობ! - გურულმა ყურმილი დაკიდა.