"მუდმივად გვემახსოვრება 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები - ქართველებს არავისგან გვესწავლება, როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა" - რას წერს ნინო წილოსანი?
მუდმივად გვემახსოვრება 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართველებს არავისგან ესწავლება, როგორ დაიცვას ქვეყანა.
„ჩვენ, ქართველებს არავისგან გვესწავლება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. მუდმივად გვემახსოვრება 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები და ჩვენს შვილებს მათი თავგანწირვის მაგალითზე აღვზრდით“,- წერს ნინო წილოსანი.