დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან - იქ მივიდა მამაკაცი, რომელსაც "ოცნების" დროშა ჰქონდა შემოხვეული - კვირის პალიტრა

დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან - იქ მივიდა მამაკაცი, რომელსაც "ოცნების" დროშა ჰქონდა შემოხვეული

ცოტა ხნის წინ 9 აპრილის მემორიალთან მორიგი დაპირისპირება იყო. მემორიალთან, სადაც დილიდან აქციის მონაწილეები იმყოფებიან, მივიდა ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც „ქართული ოცნების“ დროშა ჰქონდა მოხვეული. აღნიშნული პირის გამოჩენას მემორიალთან მყოფი მოქალაქეების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას და შეხლა-შემოხლას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული მამაკაცი დღის განმავლობაში „პროვოკაციის მოსაწყობად რამდენჯერმე მივიდა“. ის სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"