"კვარას" იდეალური დარტყმა, შედევრი - ქართველმა "ასტონ ვილას" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO] - კვირის პალიტრა

"კვარას" იდეალური დარტყმა, შედევრი - ქართველმა "ასტონ ვილას" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ 52-ე წუთისთვის "ასტონ ვილას" შინ 2:1-ს ამარცხებს.

მასპინძელთაგან მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ქართველმა რამდენიმე ცრუმოძრაობის შემდეგ მარცხენა ფეხით ემილიანო მარტინესს ახლო კუთხეში გაუტანა.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლის გატანა მოახერხა.

წაყრო