რუსებმა კიევს და მიკოლაივს დაარტყეს - კვირის პალიტრა

რუსებმა კიევს და მიკოლაივს დაარტყეს

რუსები უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით დაესხნენ თავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმას ხანძარი და ნგრევა მოჰყვა.

მანამდე დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობას უახლოეს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

წუხელ რუსებმა დრონებით ქალაქ მიკოლაევსაც შეუტის, რის შედეგადაც ორი ხანძარი გაჩნდა და ადამიანები დაშავდნენ. მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, დაშავებულები საავამდყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

TOP.GE